მშობელთა მოვალეობა

მოსწავლეთა მშობლების უფლება-მოვალეობები

სკოლის მოსწავლის მშობელს ( კანონიერ წარმომადგენელს ) უფლება აქვს :

  1. მოითხოვოს სასწავლო პროცესში ჩართულ პირთაგან დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
  2. მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისაგან და სკოლის მენეჯმენტისაგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;
  3. მიიღოს მონაწილეობა დაწესებულების მართვაში, არჩეულ იქნას სკოლის დისციპლინარულ კომიტეტში, გამოთქვას საკუთარი აზრი მშობელთა კრებებზე; 
  4. გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას;
  5. გაეცნოს სკოლის წესდებას, შინაგანაწესს, სასწავლო პროცესის  მარეგლამენტირებელ  სხვა დოკუმენტებს; 
  6. დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები და წერილობითი განცხადებით მიმართოს დაწესებულების მენეჯმენტს,რომელიც ვალდებულია ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეცს პასუხი;
  7. სკოლის გენერალური მენეჯერის ან დისციპლინარული კომიტეტის მიერ გამოტანილი დისციპლინარული სასჯელი გაასაჩივროს სკოლის დამფუძნებელთან. ისინი ვალდებულნი არიან აღნიშნული საჩივარი განიხილონ 14 დღის ვადაში და შესაბამისი დასკვნა წერილობით წარუდგინონ მოსწავლესა და მის მშობელს; 
  8. მასწავლებლის მიერ დაწერილი სემესტრული ნიშანი გაასაჩივროს სკოლის მენეჯმენტში. მენეჯმენტი ვალდებულია 7 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს სამ დღეში შეისწავლოს  საჩივრის საფუძვლიანობა და დაწეროს შესაბამისი ნიშანი; 
  9. კლასის მოსწავლეთა მშობლების 4/5 -ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის მენეჯმენტი უფლებამოსილია მასწავლებელს ჩამოართვას ამ კლასთან გაკვეთილების ჩატარების უფლება;i
  10. კლასის მოსწავლეთა მშობლების 2/3-ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის მენეჯმენტი უფლებამოსილია ამ კლასის დამრიგებელი გაათავისუფლოს ხემძღვანელობიდან; 

 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია: 

  1. შექმნას თავისი ბავშვის აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები; 
  2. შეასრულოს სკოლის მენეჯმენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა-ვალდებულებები; 
  3. შეასრულოს ბიზნეს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით გათალისწინებული მოთხოვნები; 
  4. აანაზღაუროს მისი შვილის მიერ სკოლისადმი მიყენებული მატერიალური ზარალი; 
  5. პირველსავე მოთხოვნისთანავე  გამოცხადდეს სკოლაში ;