პედაგოგთა მიღების წესი

დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის პედაგოგთა შერჩევისა და მიღების წესი

1. ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადება

დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა აცხადებს კონკურსს პედაგოგის ან სკოლის თანამშრომლის ვაკანტურ ადგილზე პრესის ანwww.pedagog.ge საიტის მეშვეობით. ამასთან აცხადებს პირობებს რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი.

2. კონკურსის ეტაპები

2.1. მასწავლებელთა ვაკანსიების რეგისტრაცია ვებგვერდზე (pedagogi.ge) გამოცხადებულ ვაკანსიაზე ტარდება შესარჩევი კონკურსი. კონკურსი არის 2 ეტაპიანი:

ა) განცხადებების განხილვა.

ბ) გასაუბრება.

2.2. აპლიკანტი სკოლას სწარუდგენს საბუთებს გამოცხადებულ ვაკანსიაზე მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

3. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა

      3.1 სკოლის გენერალური მენეჯერი ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას კონკურსანტების მიერ განცხადებების წარდგენის ბოლო ვადამდე 1 კვირით ადრე, რაც ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

      3.2 საკონკურსო კომისია შედგება 5 წევრისაგან. საკონკურსო კომისიაში შედიან სკოლის დამფუძნებელთა შემადგენლობის 2 წევრი, სკოლის მენეჯმენტის 2 წევრი და შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის კათედრის თავმჯდომარე ან მასწავლებელი.

4. კონკურსანტთა განცხადებების განხილვა

4.1. საკონკურსო კომისია მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილ განცხადებებს განიხილავს 1 კვირის ვადაში. საკონკურსო კომისია შეარჩევს იმ კონკურსანტებს, რომლებიც წარმოდგენილი განცხადებების თანახმად აკმაყოფილებენ “ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის მე–2 წინადადებით გათვალისწინებული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4.2. საკონკურსო კომისიის 4 წევრის გადაწყვეტილებით კონკურსანტი არ შეირჩევა, თუ წარმოდგენილი განცხადებების მიხედვით არ დასტურდება კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 61–ე მუხლის მე–2 პუნქტის მე–2 წინადადებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

4.3. თუ საკონკურსო კომისიის 2 წევრი მიიჩნევს, რომ კონკურსანტი აკმაყოფილებს ამ მუხლის 1–ლ პუნქტში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსანტი შერჩეულად ჩაითვლება და გადადის კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც ეცნობება აპლიკანტს.

5. გასაუბრება

5.1. საკონკურსო კომისია გასაუბრებაზე იბარებს განცხადებების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს.

5.2. საკონკურსო კომისია კონკურსანტებს ატყობინებს გასაუბრების თარიღს. შეტყობინება უნდა მოხდეს გასაუბრების ჩატარებემდე სულ მცირე 3 დღით ადრე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ სკოლაში არსებული მასწავლებლის ვაკანსიის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებულია. ასეთ შემთხვავაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია დაიბაროს გასაუბრებაზე კონკურსანტი გასაუბრების ჩატარებამდე 24 საათით ადრე.

5.3. შეტყობინებისას კონკურსანტებს დამატებით უნდა ეცნობოთ:

ა) ადგილი, სადაც გასაუბრება ჩატარდება.

ბ) გასაუბრების თარიღი და ვადა;

დ)გასაუბრებაზე წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი (განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);

ე) გაკვეთილის თემა, რომელზეც კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ გაკვეთილის გეგმა.

5.4. გასაუბრებაზე არ დაიშვება კონკურსანტი, რომელიც საკონკურსო კომისიას არ წარუდგენს შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

6. გასაუბრების შინაარსი

6.1. საკონკურსო კომისია გასაუბრებაზე აფასებს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და გაკვეთილის ჩატარების გეგმას. გაკვეთილის თემა კონკურსანტისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.

6.2. კომისიის წევრებს შეუძლიათ კონკურსანტს დაუსვან კითხვები მისი პროფესიული ცოდნისა და უნარ–ჩვევების, ასევე პიროვნული თვისებების გამოსავლენად.

6.3. კონკურსანტს დამატებით შეიძლება დაევალოს მოსწავლეებისათვის საცდელი გაკვეთილის ჩატარება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კონკურსანტის მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმას.

6.4. ასეთ შემთხვევაში საცდელი გაკვეთილის ჩატარების თაობაზე კონკურსანტებს ეცნობებათ დადგენილი წესით.

6.5. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გასაუბრებისათვის განკუთვნილი დრო შეიძლება დაეთმოს კონკურსანტის მიერ მხოლოდ საცდელი გაკვეთილის ჩატარებას.

 

7. შეფასების სისტემა და კრიტერიუმები

7.1. საკონკურსო კომისია კონკურსანტს აფასებს 100 ქულიანი სისტემით. კომისიის თითოეული წევრი კონკურსანტს შეხედულებისამებრ ანიჭებს ქულებს მისი განათლებისა და კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების, სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებში მონაწილეობის, მიღებული ჯილდოებისა და პრემიების გათვალისწინებით.

7.2. საკონკურსო კომისია ანიჭებს თითოეულ კონკურსანტს საბოლოო ქულას, რომელიც მიიღება თითოეული კომისიის წევრის მიერ მინიჭებული ქულების შეკრების შედეგად მიღებული რიცხვის 5–ზე(საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა) გაყოფით.

8. კონკურსანტების შერჩევა

8.1. საკონკურსსო კომისია შეარჩევს იმ კონკურსანტს, რომელმაც უმაღლესი საკონკურსო ქულა მიიღო.

8.2. თანაბარი საბოლოო ქულების მქონე კონკურსანტებს შორის ერთერთის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმების უმრავლესობით.

8.3. კონკურსის შედეგების შესახებ ყველა კონკურსანტს ეცნობება გასაუბრების ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

8.4. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულმა კონკურსანტმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;

ბ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ

8.5. თუ შერჩეული კონკურსანტი საკონკურსო კომისიას არ წარუდგენს ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრულ საბუთებს ამ შემთხვევაში შეირჩევა რიგით მომდევნო უმაღლესი ქულის მქონე კონკურსანტი, რომელიც მოთხოვნილ საბუთებს წარადგენს.

 

9. საკონკურსო საბუთების შენახვის ვადა

საკონკურსო საბუთები, მათ შორის კონკურსანტების განცხადებები, კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტთა ჩამონათვალი, მათ მიერ წარდგენილი გაკვეთილის გეგმები და სხვა საბუთების ასლები აგრეთვე საკონკურსო კომისიის წევრების მიერ შევსებული შეფასების ცხრილები ინახება სკოლის არქივში 3 წლის განმავლობაში.

 

10. თანამშრომლის მიღების წესი

სკოლის მენეჯმენტი ვალდებულია:

1. ა) გამარჯვებულ კონკურსანტს გააცნოს სკოლის წესდება და შინაგანაწესი, მინდობილი სამუშაო, შრომის ანაძღაურების პირობები, განუმარტოს მისი უფლება -მოვალეობანი თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად;

   ბ) ყველა მუშაკზე, რომელსაც 5 დღეზე მეტი იმუშავა,ივსება შრომის წიგნაკი სათანადო წესით.  

  1. მუშაკი სამსახურში მიღებულად ჩაითვლება, როცა გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება, ხელმოწერის დადასტურებით, სადაც მითითებული იქნება მინდობილი სამუშაო, შრომის ანაზღაურების პირობები (ფორმა და ოდენობა),ორმხრივი უფლება-მოვალეობანი, დაფუძნებული შრომის კანონთა კოდექსზე.  
  2. პედაგოგის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ბიზნეს სკოლის დამფუძნებელთა მიერ - დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. 
  3. სკოლის მენეჯმენტისა და არაპედაგოგ თანამშრომელთა შტატები და რაოდენობა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სკოლის დამფუძნებელთა მიერ, რომელშიც შეიძლება შევიდესცვლილებები კალენდარული წლის ნებისმიერ დროს. 
  4. პედაგოგმა სკოლაში სამუშაოზე  მიღებისას ვალდებულია სკოლის აღმასრულებელ მენეჯერს წარუდგინოს შჭემდეგი საბუთები:

   6. თითოეულ თანამშრომელზე გახსნილია პირადი საქმე, რომელშიც ინახება: კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი,ავტობიოგრაფია, განათლების შესახებ დოკუმენტის ასლი , სამუშაოზე დანიშვნის, გადაყვანის, წახალისებათა თუ დასჯის და გათავისუფლების შესახებ  ბრძანებათა ასლები.

  1. კოლის აკონკურსო კომისია ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;