უსაფრთხოების დებულება

                                  

შ.პ.ს. „მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის სასწავლო აღმზრდელობითი  პროცესის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის დებულება

 

თავი I.

ზოგადი დებულება

 

1.1. წინამდებარე დებულება და მასში მოცემული მითითებანი (ინსტრუქცია) არის სკოლის ლოკალური აქტი და მისი შესრულება აუცილებელია სკოლის ყველა თანამშრომლისთვის და აგრეთვე დროებით, ხელშეკრულებით მომუშავე პერსონალისთვის;

 

1.2. ახლადდანიშნული თანამშრომლები ვალდებულები არიან დანიშვნისთანავე გაეცნონ უსაფრთხოების დებულებას.

 

     დებულება შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

 

  1. მორიგე მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობებია:

 

   2.1. ყოველდღიური სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა;

 

   2.2. უსაფრთხოების ზომების მიღება სპორტული და სხვა კლასგარეშე ღონისძიების ორგანიზებისას.

 

   2.3. უსაფრთხოების ზომების მიღება ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებისას, რომელშიც მონაწილეობენ პედაგოგები

 

  1. მასწავლებელი ვალდებულია:

 

   3.1.  მოითხოვოს სანიტარულ-პროფილაქტიკური წესების დაცვა (განათება, ოთახის განიავება, ჯდომის წესი), პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

 

   3.2.  სკოლაში ყოფნის პირველივე დღიდან მიაჩვიოს მოსწავლე დანიშნულებისამებრ გამოიყენოს დასვენების დრო. მოსწავლე გაკვეთილიდან გაუშვას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რის შესახებაც ატყობინებს მორიგეს.

 

  3.3 სკოლის მედდის რეკომენდაციით მასწავლებელი კლასის დამრიგებლის მეშვეობით უკავშირდება მოსწავლის მშობელს და მხოლოდ ამის შემდეგ ათავისუფლებს მას გაკვეთილიდან.  კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლის გაყვანას.

 

  3.4. შესვენებისას და მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას მასწავლებლები ვალდებულნი არიან იმორიგეონ სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობის გრაფიკის მიხედვით ან ადმინისტრაციის განკარგულებით .

 

 

თავი II.

 

  1. უსაფრთხოების ზომები სპორტული და სხვა კლასგარეშე ღონისძიების ორგანიზებისას

 

   4.1.  სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სპორტული ან კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას, უზრუნველყოს მოსწავლეების უსაფრთხოება (მოამზადოს ევაკუაციის გეგმა, იცოდეს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარისა და სხვა საშუალებების ადგილმდებარეობა);

 

  4.2.  მოსწავლის მიერ ტრამვის მიღების შემთხვევაში პედაგოგი ვალდებულია მიიყვანოს მოსწავლე  მედდასთან და შეატყობინოს კლასის დამრიგებელს;

 

  4.3. სპორტული  ღონისძიებების ორგანიზებისას მასწავლებელი პირადად ამოწმებს მოსწავლეების ფიზიკურ მზადყოფნას,  ფორმას, განსაკუთრებით ფეხსაცმელს. ასევე ამოწმებს სპორტული ინვენტარის , ხელსაწყოებისა და  საასპარეზო მოედნების გამართულობას.

 

  4.4. გახანგრძლივებული ჯგუფის და ბაღის აღმზრდელები ბავშვების გარეთ გაყვანისას (გასეირნებისას) პირადად უნდა დარწმუნდნენ სასეირნო ადგილების უსაფრთხოებაში.

 

  4.5. გახანგრძლივებული ჯგუფის და ბღის აღმზრდელები არ ტოვებენ ბავშვებს უყურადღებოდ სანამ არ ჩააბარებენ მათ მასწავლებელს ან მშობელს; ისინი არ ესაუბრებიან მშობელს და არ გადააქვთ ყურადღება ძირითადი სამუშაოდან;

 

  4.6. ბუფეტში ბავშვების ქცევაზე კონტროლს ახორციელებს გრაფიკით გათვალისწინებული მორიგე  და გახანგრძლივებული ჯგუფის აღმზრდელი ;

 

  1. უსაფრთხოების ზომები ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებისას, რომელშიც მონაწილეობენ პედაგოგები:

 

    5.1.  სკოლის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ღონისძიებების დაგეგმვა ხდება მხოლოდ აკოლი ადმინისტრაციის ნებართვით. დაგეგმილ ღონისძიებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა იწერება განაცხადი და შესაბამისი ბრძანება;

 

    5.2. განაცხადს ავსებს უშუალოდ ღონისძიების ორგანიზატორი.

    5.3.  კლასგარეშე ღონისძიებებისას მასწავლებლები და მოსწავლეები ხელმძღვანელობენ წინამდებარე ინსტრუქციით.

 

 

თავი III.

  1. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება:

 

     6.1. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მასწავლებელი ხელმძღვანელობს მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-2 თავით:

     6.2. მასწავლებელი თავად უნდა წარმოადგენდეს მაგალითს მოსწავლეებისთვის. მოსწავლეებში მომავალი მოქალაქისა და პიროვნების პატივისცემით მასწავლებელი გულისხმიერად ეკიდება ყველა მოსწავლის ფსიქოლოგიურ-ინდივიდუალურ თავისებურებებს.

 

   6.3. მასწავლებელი ყოველდღიურად ზრუნავს კოლექტივში კომფორტული ფსიქოლოგიური გარემოს შესაქმნელად.

 

   6.4. მასწალებელს უნდა ახსოვდეს, რომ მოსწავლის ინდივიდუალური თვისებების განხილვა შეიძლება მხოლოდ მშობელთან კონფიდენციალური  ფორმით;

 

   6.5. მასწავლებელი თავის პედაგოგიურ საქმიანობაში ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ ცვლილებებს და ეხმარება მას გადალახოს წარმოქმნილი სირთულეები;

 

   6.6. მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს მოსწავლეების დაყოფისგან კარგ და ცუდ მოსწავლეებად;

 

   6.7. კლასის დამრიგებელი  პედაგოგებთან თანამშრომლობით აანალიზებს მოსწავლის კლასგარეშე კონტაქტებს, რომლებმაც შეიძლება ნეგატიურად იმოქმედონ ბავშვის ქცევაზე;

 

   6.8. აკრძალული ქმედებები, რომლებმაც შეიძლება მიაყენოს ფსიქოლოგიური ტრამვა (დამცირება, ჩხრეკა, შეურაცხყოფა, ნაციონალური თავისებურებების კრიტიკა, ზედმეტსახელის მინიჭება, რელიგიური შეხედულებების კრიტიკა).

 

თავი IV.

 

  1. ლოჯისტიკის კოორდინატორის და დარაჯის სახანძრო და ელ. უსაფრთხოების ინსტრუქცია

 

7.1. ლოჯისტიკის კოორდინატორი ვალდებულია:

   

სამუშაო დღეებში:

7.1.1. ყურადღება მიაქციოს გამათბობელი საშუალებების გამოყენებას, აუკრძალოს მოსწავლეებს სიგარეტის მოწევა და ღია ცეცხლის დანთება სკოლის შენაბაში;

 

 

 

 

მოსწავლეთა ევაკუაციისას:

 

 

უქმე და დასვენების დღეებში:

7.2.1.  შეამოწმოს  საკეტების. გისოსების, კარებების მთლიანობა, კავშირგაბმულობის საშუალებების გამართულობა. შეამოწმოს ელ. ფარებში მცველების გათიშვა;

 

 

ხანძრის შემთხვევაში დარეკოს:

.

 

     7.3.1. დამლაგებელი ემორჩილება ლოჯისტიკის კოორდინატორს. ასრულებს ყველა მის განკარგულებას დროულად და ხარისხიანად. მუშაობისას მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის მედდასთან და პედაგოგებთან. ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს, იღებს ყველა ზომას, რათა შეინარჩუნოს სისუფთავე საკლასო ოთახებში, კაბინეტებსა და ლაბორატორიებში.

 

დამლაგებელი ვალდებულია:

ა)  ყოველდღიურად დაასუფთავოს დერეფნები და მოწმინდოს იატაკი;

ბ) ყოველდღიურად დაასუფთაოს საკლასო ოთახები, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მერხებისა და ფანჯრების სისუფთავეს;

გ) არ დაუშვას მტვრის დაგროვება საკლასო ოთახის კუთხეებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში;

დ)  გულმოდგინიდ გაწმინდოს საპირფარეშო (კედლები, კარებები); ჩაატაროს დეზინფექცია ყოველი დღის ბოლოს;

ვ) დაასუფთავოს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ფეხითმოსიარულეთა ტროტუარი;

ზ) ყოველდღიურად გაასუფთავოს ნაგვის ურნები. თვეში ერთხელ გარეცხოს და დეზინფექცია ჩაუტაროს მათ;

თ) დაასუფთავოს ეზო და მორწყას მწვანე ნარგავები;

ი) აწარმოოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სრული სანიტარული კონტროლი;

ლ) სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაკეტოს საპირფარეშოებში ონკანები და გათიშოს ყველა ელ. ხელსაწყო.

 

  1. საკლასო ოთახებში, დერეფნებში, სამსახურეობრივ და სანიტარულ ოთახებში უსაფრთხოების ზომების ინსტრუქცია;

 

8.1. სკოლის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ლოჯისტიკის კოორდინატორს;

8.2. კონკრეტულად ოთახებში  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესის დაცვა ეკისრება პასუხისმგებელ პირებს - კლასის დამრიგებელსა და ლაბორატორიის უფროსს;

8.3.  მოსწავლეების მიერ სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ცოდნაზე და ზუსტ შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  უსაფრთხოების პადაგოგსა და კლასის დამრიგებელს;

8.4. პირველი ვინც შეამჩნევს ხანძრის კერას, ვალდებულია, სკოლის დარაჯის მეშვეობით მისცეს სახანძრო განგაშის სიგნალი (მოკლე ზარების ჯერი);

8.5.  ხანძართან ბრძოლის პირველადი საშუალებები (ცეცხლმაქრები) გადანაწილებულია სკოლის დერეფნებში .

 

  1. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი  (დარაჯი) ვალდებულია:

 

ა) შეამოწმოს შენობა და ინვენტარი;

ბ) გამორთოს შუქი და ელ. ხელსაწყოები;

გ) დაკეტოს ფანჯრები და დადგენილი წესით ჩააბაროს კაბინეტი დარაჯს.

 

აკრძალულია:

 

ა) გაუმართავი ელ. გაყვანილობითა და ელ. ხელსაწყოთი მუშაობა;

ბ) ელ. გამანაწილებელ ფარებში  მწყობრიდან გამოსული ელ. ავტომატის თვითნაკეთი ზღუდარით ჩანაცვლება ;

გ)  თვითნაკეთი ელ. გამათბობლების გასათბობად, საჭმლის მოსამზადებლად, წყლის ასადუღებლად გამოიყენება.

დ) სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება;

 ე) სკოლის ტერიტორიაზე პიროტექნიკული ნაკეთობებისა და სხვა სწრაფაალებადი საშუალებების  შემოიტანა და გამოიყენება

ვ)  სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა;

 

ხანძრის შემთხვევაში:

 

ა) გამოცხადდეს სახანძრო განგაში;

ბ) მოხსენდეს სკოლის ადმინისტრაციას;

გ) არსებული საშუალებებით დაიწყოს ხანძრის ლიკვიდაცია.

 

 

 

შ.პ.ს. „მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის

          გენერალური მენეჯერი თ.ნაცვლიშვილი