მოსწავლეთა შეფასების დებულება

                                                                                                                                            

  შ.პ.ს. „მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეთა შეფასების დებულება

სკოლის შეფასების პრინციპები

        მოსწავლეთა შეფასების დებულება წერმოადგენს ინფორმაციას მოსწავლის  შესაძლებლობების ანალიზისა და მისი პროგრესის შესახებ. ის არის საშუალება, რომლითაც ვახდენთ პროცესის ანალიზსა და სწავლების პროცესის ეფექტურობის დადგენას, რომელსაც დაეფუძნება შემდგომი დაგეგმვა.

სკოლაში ხორციელდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

       განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.

        განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

        შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასება ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოს კათედრების მიერ საგანში გასავითარებელი უნარების მიხედვით შედგენილი რუბლიკებით. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აწარმოოს სემესტრის შემაჯამებელი განმავითარებელი შეფასების ამსახველი დოკუმეტი.

        მიმდინარე და შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება ნიშნით, წინასწარ მოსწავლეთათვის ნაცნობი რუბლიკების საფუძველზე.

        ბიზნეს სკოლის შეფასების სტრატეგია ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებს და გამომდინარეობს „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ მოთხოვნებიდან.

შეფასების მიზნები

        შეფასების მიზნებია: მოსწავლეთა წახალისება, მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციის დაგროვება, სასწავლო პროცესის ეფექტურობის დადგენა.

მოსწავლეთა წახალისება

მოსწავლეთა შესახებ ინფორმაცია

 

 

სასწავლო კურიკულუმის ეფექტურობის დადგენა

ფორმატული შეფასება

       ფორმატული შეფასება წარმოადგენს სასწავლო პროცესში ინფორმაციის დაზუსტებას იმის შესახებ, თუ რა იციან მოსწავლეებმა, რათა შემდგომში არსებულ ცოდნას დააშენონ ახალი ცოდნა.

      შემაჯამებელი შეფასება

      თემის ბოლოს ადგილი აქვს შემაჯამებელ შეფასებას. იგი მოსწავლესა და მასწავლებელს აძლევს საშუალებას მოახდინოს მიღებული/გაცემული ცოდნის დემონსტრირება. შემაჯამებელ შეფასებაში შესაძლებელია შევიდეს ნებისმიერი სფერო ან სფეროთა კომბინაცია. მაგ.: მონაცემთა შეგროვება-დალაგება, პრეზენტაცია, ინფორმაციის სინთეზირება, დაგროვილი ცოდნის გამოყენება.

 

     შეფასების  სტრატეგიები

    ქვემოთ მოყვანილი სტრატეგიები უნდა  წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი პაკეტი. ერთიანობაში ისინი იძლევიან მოსწავლის შესხებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულ ინფორმაციას.

      დაკვირვება - დაკვირვება ხდება ხშირად და რეგულარულად. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფს, ან ცალკეულ მოსწავლეს.

     განსაზღვრული პასუხები - ერთჯერადი, ერთგანზომილებიანი სავარჯიშოები, ტესტები, რომლებიც ასახავს დაგროვილი ცოდნის რაოდენობასა და პრაქტიკაში გამოყენების შესძლებლობებს.

       პროცესზე ფოკუსირებული შეფასება - მოსწავლეთა ტრანსდისციპლინარულ უნარებზე დაკვირვება, მათი შეფასება.

 

შეფასების საშუალებები

 

        რუბლიკები - წარმოადგენს კრიტერიუმთა ჩამონათვალს, რომლებიც წარმოადგენს სტანდარტს და რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლეთა ტესტების, პორტფოლიოების და სხვა ნამუშევრების შეფასება.

 

       ეგზემპლარები - ეს არის მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუში, რომელიც აკონტროლებს კონკრეტულ სტანდარტს და წარმოადგენს ეტალონს.

 

         თვითშეფასება - მასწავლებლის ჩანაწერი (ანგარიში) დაფუძნებული საკუთარი მუშაობის დაკვირვებეზე. ამ ჩანაწერებს სჭირდება სისტემატური შევსება და ორგანიზება.

           შეფასების ამ საშუალებებით შეგვიძლია შევაფასოთ როგორც მთლიანად პროცესი, ასევე მისი რომელიმე ეტაპი.

           ასევე პროცესის შეფასებისას ვიყენებთ განმსაზღვრელ შეფასებას. კომპონენტებს თავისი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით, რომელიც დასაწყისშივე ცნობილია მოსწავლისათვის.

 

ასეთი შეფასების კომპონენტებად შეგვიძლია განვიხილოთ:

 

          პრეზენტაცია - ამ დროს ჩანს და ფასდება მოსწავლის სოციალური (ლიდერის როლის აღება), საკომუნიკაციო (მეტყველება, არავერბალური კომუნიკაცია), კვლევის (მონაცემთა ინტერპრეტაცია), საკუთარი თავის მართვის (დროის მენეჯმენტი, ორგანიზაცია...) უნარები.

           რეფერატი - ამ დროს ჩანს და ფასდება კვლევის უნარ-ჩვევები (დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება/დახარისხება, მონაცემთა ინტერპრეტაცია, მონაცემთა ჩაწერა/დალაგება).

           პროექტი - ამ დროს ჩანს და ფასდება სააზროვნო უნარ-ჩვევები (ცოდნის დაუფლება, აღქმა, გამოყენება, ანალიზი).

             ესე - ამ დროს ვლინდება მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.

 

             სკოლის შეფასების სტრატეგია ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებს და გამომდინარეობს „ზოგადი განათლების შესახებ“ მოთხოვნებიდან.

            კლასიდან კლასში მოსწავლე გადადის საერთო წლიური შეფაესების 5.0 ზღვარიდან სასასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდის შეფასებიდან გამომდინარე.

 

მოსწავლეთა შეფასების სისტემა

 

          სკოლაში მოსწავლეთა შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი - ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთის მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი.                                   

9-10 ქულა - მაღალი;

                                    7-8 ქულა - საშუალოსე მაღალი;

                                    5-6 ქულა - საშუალო;

                                    3-4 ქულა - საშუალოზე დაბალი;

                                    1-2 ქულა დაბალი

            I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაწეროს მოკლე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწალეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

           V-XII კლასებში ნიშნები იწერება 10 ქულიანი სისტემით.

           V-XII კლასებში საგანში „სპორტი“ მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

        VI-VIII კლასებში საგანში "ეთიკა" მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/ არ ჩაეთვალა.

          ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მიზნით VI-XII კლასებში ისწავლება შემდეგი საგნები:

 

 

 

 

საგნის დასახელება

სემესტრის რაოდენობა

კლასი

 

 

   1

ეთიკა

        2

VI-VIII

 

2

ისტ

        2

II,III,IV, VII-XII

 

3

ბიზნესის საფუძვლები

2

VI-XII

 

4

გერმანული ენა

2

VIII-IX

 

       

 

 

 

 

 

         სასკოლო სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმნათლებლო მომსახურება ჩატარდება ფაკულტატური მეცადინეობის სახით.

         სასკოლო სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი სავალდებულო საგნები ფასდება 10 ქულიანი პრინციპით, მაგრამ იგი წლიურ ქულაზე არ აისახება.

 

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

        სკოლაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:

  1. საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები - საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
  2. საგნის სემესტრული ქულა - საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში გამოითვლება სემესტრული გამოცდის შედეგების გათვალისწინებით;
  3. საგნის წლიური ქულა - სემესტრული ქულებიდან და საგამოცდო ქულიდან გამომდინარე შეფასება საგანში;
  4. საფეხურის საერთო ქულა - ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

 

საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

 

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით, რომლებსაც ერთნაირი ხვედრითი წონა აქვს:

  1. საშინაო დავალება
  2. საკლასო დავალება
  3. შემჯამებელიდავალება                                                                                                                                                                 საშინაო და საკლასო დავალებეთა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.                                                                                                                                                     შემაჯამებელი დავალების კომპონენტში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასება.

ნიშნების გამოანგარიშების წესი

საგნის სემესტრული ნიშნის გამოანგარიშების წესი:

  1. თუ სემესტრის ბოლოს ტარდება გამოცდა, გამოცდის ნიშანი ემატება მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკულს და ჯამი გაიყოფა ორზე.
  2. თუ სემესტრის ბოლოს არ ტარდება გამოცდა, სემესტრული ნიშანი გამოიანგარიშება მოაწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკულით.
  3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მაშინ მისი სემესტრული ნიშნის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე. მიღებულ შედეგს დაემატოს სემესტრული გამოცდის ნიშანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გაიყოს ორზე.
  4. საგნის წლიური ნიშანი და საფეხურის ნიშანი გამოიანგარიშება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

შემაჯამებელი დავალება და მისი აღდგენის წესი:

  1. სასკოლო სასწავლო გეგმით თითოეული საგნისათვის განსაზღვრულია სემესტრის განმავლობაში შემაჯამებელი დავალებების მინიმუმი.
  2. სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად შემაჯამებელ დავალებაში გამოყენებული იქნება მრავალგვარი ფორმა (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში, საველე-გასვლითი სამუშაო და სხვა).
  3. მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება.
  4. გაცდენილი შემაჯამებელი გაკვეთილის აღდგენა მოსწავლეს შეუძლია შემაჯამებელი გაკვეთილიდან ორი კვირის განმავლობაში.

შეფასება და გაცდენები

          თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისათვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

         სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება სკოლის სასწავლო გეგმის 22 მუხლის მე-2-ე მუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

        იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე სარეთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის გენერალური მენეჯერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არ გავრცელდება სკოლის სასწავლო გეგმის 22 მუხლის მე-2-ე პუნქტით გათვალისწინებულლი მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.

 

 

 

გამოცდის ტიპები

          ბიზნეს სკოლაში პედსაბჭოს გადაწყვეტილებით  შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:

ა) სემესტრული გამოცდა;

ბ) სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა;

გ) საშემოდგომო გამოცდა;

დ) ექსტერნატის  გამოცდა;

 

სემესტრული გამოცდა:

            სემესტრული გამოცდები კონკრეტულ საგანში, კონკრეტულ კლასში ჩატარდება პედსაბჭოს გადაწყვეტილებით ყოველი სემესტრის ბოლოს.

სასწავლო წლის დამამათავრებელი გამოცდა:

            სასწავლო წლის დამამთავრებელ გამოცდებს აბარებენ მეშვიდე-მეთერთმტე კლასის მოსწავლეები სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დადგენილ საგნებში.

საშემოდგომო გამოცდა:

             თუ მოსწავლემ ვერ გადალახა კონკრტულ საგანში/საგნებში სკოლის მიერ განსაზღვრული ბარიერი -5.0 ქულა ან არ აკმაყოფილებს მიღებული სემესტრული ქულა, მოსწავლეს ენიშნება საშემოდგომო /განმეორებითი გამოცდა შესაბამის საგანში/საგნებში.

             საშემოდგომო/განმეორებით გამოცდამდე სკოლა ვალდებულებას იღებს, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც ინიშნება აღნიშნული ტიპის გამოცდა.

             საშემოდგომო გამოცდები ინიშნება სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. (სკოლა წერილობით აცნობებს მშობელს მისი შვილს რომელ საგანში და როდის დაენიშნა საშემოდგომო გამოცდა).   

            მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგოიმო გამოცდის საფუძველზე (ანუ საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის წლიური ნიშანი). თუ მოსწავლე არ გამოცხადდა საშემოდგომო გამოცდაზე საგნის წლიური ნიშანი რჩება უცვლელი.

 ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდა:

            ამ გამოცდას აბარებენ ის  მოსწავლეები, რომლებიც განსაზღვრულია „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერთიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის N15/ნ ბრძანებით, ასევე ის მოსწავლეები რომელთა საბაზო-საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისათვის გაცდენილი აქვთ გათვალისწინებული საათების 30% და მეტი.

 

 

კლასისა და საფეხურის  დაძლევა:

 

  1. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის  საერთო  ქულა (დამრგვალების შემდეგ)  არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს  მას  საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  2. საბაზო საფეხური  დაძლეულად  ჩაითვლება, თუ მოსწავლის  საერთო საფეხურის  ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს  მას საბაზო  განათლების ატესტატის  აღების, ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
  3. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე  გასვლის უფლებას.