სტუმრად "არტ გალერეაში"

13 ნოემბერს, მე-8ბ კლასი იმყოფებოდა თი ბი სი არტ გალერეაში, სადაც ელგუჯა ამაშუკელის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა და მოისმინეს  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შემეცნებითი ლექცია. კლასს თან ახლდა ხელოვნების მასწავლებელი თეონა ნოზაძე.