სიახლე

,,მჭევრის ” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ხელოვნების მუზეუმში

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც გამორჩეულად საინტერესო ექსპოზიცია
,, ბაგრატიონები” დაათვალიერეს. ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სამეფო დინასტიის გადარჩენილი ნივთებისა და პორტრეტების ნახვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი დიდებული, უნიკალური და საამაყო წარსული გვაქვს. ეს ის ექსპოზიციაა, რომელიც საუკუნეში ერთხელ გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება.
მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და დარწმუნებული ვართ დიდხანს გაყვებათ განცდილი ემოცია და მშობლიური ქვეყნის წარსულთან შეხებით ღირსეულად გააგრძელებენ მომავალს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI – XI კლასების მოსწავლეები. მათ ახლდათ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ია ჩიხლაძე და გვანცა ბოღლოციშვილი. მუსიკის პედაგოგი ლელა შაოშვილი.

 

 

 

 

მენიუ.