„დედა ენის“ გამოცემის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა V–VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის რიგის მიხედვით წარმოადგინეს თითოეულ ასოზე შერჩეული ანდაზები, რითაც კიდევ ერთხელ გამოკვეთეს ქართული ენის სიღრმე და სიბრძნე.
IX–X კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაციები თემაზე: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომელშიც ხაზი გაუსვეს ქართული ენის მნიშვნელობას, უნიკალურობასა და მის ისტორიულ ღირებულებას.
აღნიშნული კვირეული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარულსა და პატივისცემას, რაც ჩვენი მომავალი თაობისათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებად რჩება.