ჩვენს შესახებ.

შ.პ.ს. “მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა.

  1994 წლიდან შ.პ.ს. “მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის დამფუძნებლები და მაღალკვალიფიციური  პედაგოგიური  კოლექტივი  თავის   საქმიანობას  წარმართავენ მუდმივი   განახლებისა   და   განვითარების   გზით   ზოგადი   განათლების   ეროვნული მიზნების,  კანონის“  ზოგადი  განათლების  შესახებ”, ეროვნული  სასწავლო  გეგმისა და საგნობრივი პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად.

სკოლის წარჩინებულ    მოსწავლეებს    ყოველი    სემესტრის    შედეგების  მიხედვით ენიშნებათ სტიპენდია, ხოლო სხვადასხვა კონკურსებსა თუ  ოლიმპიადებში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან.

სკოლამ 2012 წელს შეიცვალა დისლოკაციის ადგილი და სამჯერ (2012, 2017 და 2023 წ) წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.

ბიზნეს   სკოლის    30    წლიანი    ისტორიის   მანძილზე    სკოლა   დაამთავრა   407-მა   მოაწავლემ.  მათ   შორის   ოქროს   მედალზე   5   მოსწავლემ   (ონისე წულაიამ,   მარიამ მუმლაძემ,  ელენე  და ალექსანდრა  საკანიანებმა,  ანნა  გოგებაშვილმა)   და  ვერცხლის  მედალზე  4 მოსწავლემ  (ეკა ხარშილაძემ, ანა გზირიშვილმა, დიმიტრი ხარშილაძემ და თამარ მშვიდობაძემ).

  სკოლის    კურსდამთავრებულების    უმრავლესობამ     სწავლა    განაგრძო    უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და დღეს წარმატებით საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში.

ჩვენი მისია

ჩვენი ხედვა.

    სკოლა ქმნის სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ცდილობს გამოიყენოს და განავითაროს ქვეყნის მცირერიცხოვანი მოსახლეობის   ძირითადი სიმდიდრე – ინტელექტუალური რესურსი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს საშუალება მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისა და არა თვითმიზანი. სკოლას სურს, რომ მომავალი ინტელექტუალური ელიტის მთავარი საზრუნავი იყოს ადამიანი, მისი პოტენციალის ზრდა, ისეთი საზოგადოების აშენება, რომელშიც   ნებისმიერ მოქალაქეს ექნება სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვისა და არჩევანის გაკეთების მაქსიმალური თავისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიზნეს სკოლა აქტიურად ზრუნავს, მოამზადოს ახალგარდა ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში წარმატებული მოღვაწეობისათვის. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება. სკოლის საქმიანობა ასევე ემსახურება მომავალ თაობებში პატრიოტული გრძნობებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პიროვნების პატივისცემასა და ა.შ.

    ბიზნეს სკოლის  გრძელვადიანი მიზნები უკავშირდება ახალგაზრდა ლიდერების მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ წარმატებით მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ეს ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანაა, თუ კი გავითვალისწინებთ ბიზნეს სკოლის რესურსებს, მის ტრადიციებს, მოსწავლეებისა და მათი მშობლების სურვილებსა და მზაობას, სასკოლო სასწავლო გეგმის სპეციფიკურობასა და გამოცდილ პედაგოგიურ კადრებს.

ჩვენი ღირებულებები.

 შესაბამისად, ბიზნეს სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები მდგომარეობს შემდეგში: შევინარჩუნოთ სკოლის საუკეთესო ტრადიციები და გავაძლიეროთ ის ახალი იდეებითა და ინოვაციური მეთოდებით. სკოლა ცდილობს ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო  საგნების  გაძლიერებული  სწავლისათვის  მოტივირებულ  და  სათანადო მზაობის მქონე მოსწავლეებს შეუქმნას შესაბამისი სასწავლო გარემო და საბოლოო ჯამში, ამით უზრუნველყოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო წრეების, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნის შესაფერისი ინტელექტუალური კადრების მომზადება.

 

 

მენიუ.