სკოლის
სიახლეები.

მიმდინარე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სკოლის სიახლეებს და მოგნებებს

6

სიახლე

ივნისი

16

2026

        16 ივნის მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის VIII და X კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს ძველ თბილისში, სადაც გაეცნენ ძველი თბილისის უნიკალურ არქიტექტურას და იმ კინოფილმების ისტორიას, რომლებიც ამ ისტორიულ უბანშია გადაღებული.
        მოგზაურობა დაიწყო გუდიაშვილის მოედნიდან და დასრულდა გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან. ეს იყო საინტერესო და შემეცნებითი დღე, რომელმაც ბავშვებს უკეთ გააცნო თბილისის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა.
           მადლობა „ძველი თბილისი კინო ტურს“ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!
პედაგოგები: ნატა გოგატიშვილი და მარიამ ღონიაშვილი.

სიახლე

ივნისი

16

2026

2

სიახლე

ივნისი

08

2026

სიახლე

ივნისი

08

2026

4

სიახლე

ივნისი

08

2026

     ჩვენი სკოლის X კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,,ცილების მოგზაურობა”. მოსწავლეებმა განიხილეს მცენარის, ცხოველის, სოკოს აგებულება და წარმოაჩინეს ცილების მნიშვნელობა.

სიახლე

ივნისი

08

2026

10

სიახლე

ივნისი

05

2026

მეორე და მესამეკლასელები ეწვივნენ “ექსპერიმენტარიუმს”, დაათვალიერეს ექსპონატები, მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ექსპერიმენტში, დაესწრნენ აზოტის შოუს

სიახლე

ივნისი

05

2026

e51d8da0-636f-4def-961f-96816ba15eae

სიახლე

ივნისი

05

2026

         საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700    წლისთავთან დაკავშირებით 2026 წლის 29 მაისს ბიზნეს   სკოლის მიერ მოწვეულ იქნა კორნელი კეკელიძის    სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი,   ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა    აბაშიძე. მან უფროსკლასელი მოსწავლეებისა და სკოლის   პედაგოგებისათვის წაიკითხა ლექცია, რამაც უდიდესი
ინტერესი გამოიწვია და სკოლას სამახსოვროდ გადასცა   მისივე რედაქციით ახლად გამოცემული „ქართლის    ცხოვრების“ მესამე ტომი ავტოგრაფით.

სიახლე

ივნისი

05

2026

8

სიახლე

მაისი

29

2026

 ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შექმნეს პროექტი ზაქარია ფალიაშვილის   შესახებ. ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს: ეწვივნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს,  მოიძიეს და დაამუშავეს საინტერესო მასალა. მათ დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით წარმოაჩინეს კომპოზიტორის ცხოვრება და შემოქმედება. პროექტის მონაწილეებმა ნამდვილად შეძლეს მსმენელისთვის გასაგებად და საინტერესოდ გაეცნოთ ზაქარია ფალიაშვილის  მუსიკალური მემკვიდრეობა და შემოქმედებითი გზა.

პედაგოგი :  ლელა შაოშვილი

სიახლე

მაისი

29

2026

6

სიახლე

მაისი

29

2026

     ჩვენი მორიგი გამარჯვება! 🏆
                  სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ  დუმბაძე რეზიმ  კიკბოქსინგის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვა!
      კიკბოქსინგი მხოლოდ სპორტი არ არის — ეს არის დისციპლინა, სიმტკიცე, მიზანდასახულობა და ბრძოლისუნარიანობა, რაც ჩვენმა მოსწავლემ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამტკიცა.
ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის კედლებში იზრდებიან წარმატებული, ძლიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როგორც სწავლაში, ისე სპორტში.
ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ

სიახლე

მაისი

29

2026

4

სიახლე

მაისი

29

2026

 23 მაისს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენი სკოლის X-XI – კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ჰაკათონში, რისთვისაც გადაეცათ სიგელები

სიახლე

მაისი

29

2026

85fec63b-d433-4c47-9ae8-508c484d38a8

სიახლე

მაისი

20

2026

შ.პ.ს ,,მჭევრის“ დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის ჩემპიონატი ჭადრაკში

1 ადგილი – საბა მდივნიშვილი
2 ადგილი- იოანე გელაშვილი
3 ადგილი- ანდრია გულბანი

ჩემპიონატი უფროს კლასელებს შორის

1 ადგილი – დემეტრე გელაშვილი
2 ადგილი- ლუკა მგალობლიშვილი
3 ადგილი – ნიკოლოზ ჯიქურაშვილი

სიახლე

მაისი

20

2026

9

სიახლე

მაისი

13

2026

      ინტეგრირებული გაკვეთილის – „იდუმალი ეგვიპტე“ ფარგლებში, ხელოვნებისა და ისტ-ის მიმართულებების გაერთიანებით, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ბავშვებმა ისაუბრეს ძველი ეგვიპტის კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვან საკითხებზე: ნილოსის მნიშვნელობაზე, ეგვიპტურ ქანდაკებასა და ფერწერაზე, მუმიფიცირების პროცესზე, ეგვიპტელთა რწმენა-წარმოდგენებზე, პირამიდებზე, კარნაკის ტაძარსა და იეროგლიფურ დამწერლობაზე.

       გაკვეთილი პრაქტიკული აქტივობებითაც იყო დატვირთული.  მოსწავლეებმა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შექმნეს პირამიდისა და კარნაკის ტაძრის მაკეტები ნილოსის ფონზე. ასევე, მათ წარმოადგინეს ეგვიპტური თემატიკის სუვენირები, რომლებიც საკუთარი ხელით დაამზადეს. პრეზენტაცია საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი გამოვიდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდნენ ძველი ეგვიპტის უნიკალურ კულტურასა და ხელოვნებას.    მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.

  კლასი:  VI

  პედაგოგები:  ნატა გოგატიშვილი,  ხათუნა გულიაშვილი

სიახლე

მაისი

13

2026

c04a19f1-caad-4ed8-b13c-1b0805d210c6

სიახლე

აპრილი

25

2026

     ასე ავღნიშნეთ დედამიწის დღე ჩვენს სკოლაში: მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, გააკეთეს პოსტერები, გაეცნენ უამრავ ინფორმაციას დედამიწის შესახებ ,მიიღეს მონაწილეობა ინტერაქტიულ ვიქტორინებში

სიახლე

აპრილი

25

2026

d8268282-e50e-4f08-b9c3-99b5eb4d5c7a

სიახლე

აპრილი

25

2026

  ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს „კინგსის“ ოლიმპიადაზე და ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ისე ჩვენი სასწავლო სივრცე.           ნუცი ჩხიტუნიძემ ინგლისურ ენაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.   

     ტიტე გაგოშიძემ კი ორმაგი გამარჯვება მოიპოვა: ინგლისურ ენაში დაიკავა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მათემატიკაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

     ეს გამარჯვებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა, ცოდნის სიყვარული და დაუღალავი შრომა აუცილებლად იძლევა შედეგს.

        გულითადად ვულოცავთ ნუცის და ტიტეს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს! ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ახალ გამარჯვებებს და დაუვიწყარ გამოცდილებას მომავალში!

სიახლე

აპრილი

25

2026

204e0805-8f09-418a-b8a9-cfad9de80e50

სიახლე

აპრილი

25

2026

სიახლე

აპრილი

25

2026

db2528e8-3413-467e-9edf-e7d5484da181

სიახლე

აპრილი

25

2026

სიახლე

აპრილი

25

2026

2

სიახლე

აპრილი

25

2026

  სკოლაში დაწყებით კლასებში ჩატარდა ი.გოგებაშვილის “დედაენის” შედგენიდან 150 წლისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი.

სიახლე

აპრილი

25

2026

nino6

სიახლე

აპრილი

14

2026

       “დედა ენის” გამოცემის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში მეოთხე ლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე.

სიახლე

აპრილი

14

2026

9

სიახლე

აპრილი

06

2026

“დედა ენის” გამოცემის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში I – IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სურათები ციფრულ საგანმანათლებლო რესურსში ,,ვსწავლობთ თამაშით”

სიახლე

აპრილი

06

2026

3

სიახლე

აპრილი

06

2026

    “დედა ენის” გამოცემის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში მესამეკლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, თემაზე: “დედა ენის” შექმნის ისტორია

 

 

 

 

სიახლე

აპრილი

06

2026

2

სიახლე

აპრილი

02

2026

Nana

სიახლე

აპრილი

02

2026

644018638_1576743413843828_1019313468232500691_n

სიახლე

აპრილი

01

2026

,,დედა ენის” გამოცემის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულისთვის ,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში განახლდა ქართული ენის და ლიტერატურის კაბინეტი

სიახლე

აპრილი

01

2026

12

სიახლე

მარტი

27

2026

სიახლე

მარტი

27

2026

1

სიახლე

მარტი

20

2026

         26.02.26-ში მე-6 კლასის მოსწავლეები ლელა შაოშვილთან ერთად , დაესწრნენ სპექტაკლს ,,ლეველის დედა” მოზარდმაყურებელთა თეატრში , რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში

სიახლე

მარტი

20

2026

7244259a-7633-4262-969e-691e6f0b2653

სიახლე

მარტი

17

2026

       დედის დღესთან დაკავშირებით,მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,,დედის ზღაპარი” ოტია იოსელიანის ,,დაჩის ზღაპრების მიხედვით”

სიახლე

მარტი

17

2026

83121809-6066-4843-a34e-910153c057f8

სიახლე

მარტი

17

2026

      დედის დღესთან დაკავშირებით, I-IV კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ციფრული ნამუშევრები ,,დედა მიყვარხარ”. თავისი სიტყვებით მოეფერნენ დედიკოებს და მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღეც.

სიახლე

მარტი

17

2026

4e7cff72-43bf-442a-8d54-91c6bb084aa3

სიახლე

მარტი

17

2026

 დედის დღესთან დაკავშირებით, მესამე კლასის მოსწავლეებმა გამართეს ლიტერატურული კომპოზიცია ” დედა, მიყვარხარ”

სიახლე

მარტი

17

2026

11

სიახლე

მარტი

12

2026

          მეორე კლასის მოსწავლეებმა ქალთა და დედის დღის აღსანიშნავად გამართეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია “დედა, მიყვარხარ!”

 

 

 

 

 

 

სიახლე

მარტი

12

2026

2

სიახლე

მარტი

06

2026

სიახლე

მარტი

06

2026

5

სიახლე

თებერვალი

25

2026

                 სწავლა-თამაშის პროექტის ფარგლებში მეორე კლასის მოსწავლეებმა ნ.ბეზარაშვილის მოთხრობა
“თოჯინა”-ს მიხედვით საკუთარი ხელით დაამზადეს თოჯინები, კლასში მოეწყო გამოფენაც

 

სიახლე

თებერვალი

25

2026

2

სიახლე

თებერვალი

23

2026

19 თებერვალს გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ,,ნაწლავღრუიანი ცხოველების აგებულება”

 

 

 

სიახლე

თებერვალი

23

2026

4

სიახლე

თებერვალი

11

2026

4  თებერვალს, მე-3 კლასში, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,, ბუნებრივი მოვლენები”. მოსწავლეებმა ისაუბრეს სტიქიური მოვლენების შესახებ. როგორ ინგრევა შენობები, ნადგურდება ნათესები, ფერხდება ავტომომსახურება და მატარებლების გადაადგილება.

 

სიახლე

თებერვალი

11

2026

6

სიახლე

თებერვალი

05

2026

,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის ბავშვებმა თავის ხელით მოხატეს და დაამზადეს წიგნის სანიშნეები , რაც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა ❤️❤️✏✏💛💛💛

 

 

სიახლე

თებერვალი

05

2026

3

სიახლე

დეკემბერი

26

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის 2 კლასის მოსწავლეების საახალწლო ღონისძიება

საახალწლოდ მე-2კლასის მოსწავლეებმა გამართეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ვაჟა-ფშაველას “სათაგურის” მიხედვით

 

სიახლე

დეკემბერი

26

2025

14

სიახლე

დეკემბერი

26

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლის 3 კლასის მოსწავლეების საახალწლო ღონისძიება

III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საახალწლო სპექტაკლი , “პატარა ნაძვის ხე”.

 

 

სიახლე

დეკემბერი

26

2025

2b34aa0f-96a0-40f3-88ff-be0a86cb426d

სიახლე

დეკემბერი

24

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა საწარმო ,,პოტერია”-ში

III კლასის მოსწავლეები იყვნენ სოციალურ საწარმოში “პოტერია“. მათ იმუშავეს თიხაზე, გამოძერწეს და მოხატეს ჯამები

 

 

 

სიახლე

დეკემბერი

24

2025

cb2b0071-b053-452b-b407-fb015ca53c6f

სიახლე

დეკემბერი

24

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში ჩატარდა პროექტი თემაზე ,,აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რიტუალები და ტრადიციები”.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პროექტი თემაზე ,,აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რიტუალები და ტრადიციები”. მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მოიძიეს მასალა და თემა მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს.

 

 

სიახლე

დეკემბერი

24

2025

IMG_0250 (1)

სიახლე

დეკემბერი

24

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,,ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები”

22 დეკემბერს 7-ე კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე : “ვირუსული და ბაქტერიული დაავადებები”- მომხსენებელი მეა იაშვილი.

 

 

სიახლე

დეკემბერი

24

2025

201645

სიახლე

დეკემბერი

18

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში საახალწლო ფუსფუსია

ჩვენს სკოლაში საახალწლო ფუსფუსია….

სიახლე

დეკემბერი

18

2025

3c50bd03-dd77-4f0e-b406-b237df687f4e

სიახლე

დეკემბერი

18

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში

I-IV კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ხელოვნების სასახლის -კულტურის ისტორიის მუზეუმს, სადაც გაიგეს თუ როგორ იცვლებოდა შობის დღესასწაული ეპოქიდან ეპოქამდე, ასევე    პატარებმა საკუთარი ხელებით შექმნეს საახალწლო სუვენირი❤️❤️❤️❤️🌲🌲🌲🥰❄❄

 

 

 

 

 

 

 

სიახლე

დეკემბერი

18

2025

14

სიახლე

ნოემბერი

10

2025

,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ღონისძიება ,, შემოდგომის ფერები”

                 ჩვენს სკოლაში გაიმართა ღონისძიება ,,შემოდომის ფერები”. ის დღე მართლაც განსაკუთრებული იყო — თითქოს თვითონ შემოდგომა შემოვიდა სკოლაში ოქროსფერი ფოთლებით.
             მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოაწყვეს გამოფენა, სადაც წარმოადგინეს ფოთლებითა 🍁🍁🍁და ხილით გაკეთებული 🍎🍎🍇🍇🍇ნამუშევრები , მოამზადეს სხვადასხვა ნომრები: სიმღერები, ცეკვები და ლექსები. ეს დღე ნამდვილად სიხარულითა და ფერებით იყო სავსე, მადლობა მათ ამისთვის.🍁🍁🍁🍁🍂🍇🍇🍐❤️❤️❤️❤️

 

სიახლე

ნოემბერი

10

2025

1

სიახლე

ნოემბერი

09

2025

მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნესსკოლის მოსწავლეების პროექტი ,, მეღვინეობა და ტურიზმი კახეთში”

 მე-6 კლასში განხორციელდა პროექტი “მეღვინეობა და ტურიზმი კახეთში.”მოსწავლეებს მიეცათ დავალება გაეკეთებინათ კახური ღვინის რეკლამა და მოეწვიათ ტურისტები კახეთში.მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება-შეეძლოთ ჩაეწერათ ვიდეორგოლი ან დაემზადებინათ სარეკლამო ბუკლეტი.

 

 

 

სიახლე

ნოემბერი

09

2025

1

სიახლე

ნოემბერი

05

2025

,,მჭევრის ” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ხელოვნების მუზეუმში

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც გამორჩეულად საინტერესო ექსპოზიცია
,, ბაგრატიონები” დაათვალიერეს. ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სამეფო დინასტიის გადარჩენილი ნივთებისა და პორტრეტების ნახვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი დიდებული, უნიკალური და საამაყო წარსული გვაქვს. ეს ის ექსპოზიციაა, რომელიც საუკუნეში ერთხელ გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება.
მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და დარწმუნებული ვართ დიდხანს გაყვებათ განცდილი ემოცია და მშობლიური ქვეყნის წარსულთან შეხებით ღირსეულად გააგრძელებენ მომავალს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI – XI კლასების მოსწავლეები. მათ ახლდათ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ია ჩიხლაძე და გვანცა ბოღლოციშვილი. მუსიკის პედაგოგი ლელა შაოშვილი.

 

 

 

 

სიახლე

ნოემბერი

05

2025

3

სიახლე

ოქტომბერი

30

2025

,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში სტიპენდიანტ მოსწავლეებისთვის სამკერდე ნიშნის გადაცემა

ჩვენს სკოლაში განხორციელდა წარჩინებულთათვის  სამკერდე   ნიშნის  გადაცემა  სტიპენდიანტ   მოსწავლეებზე 👩‍🎓👩‍🎓👩‍🎓

 

 

 

 

სიახლე

ოქტომბერი

30

2025

2

სიახლე

ოქტომბერი

30

2025

მჭევრის დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში შემოდგომის ფუსფუსი გრძელდება

ჩვენს სკოლაში საშემოდგომო ფუსფუსი გრძელდება პედაგოგ ნატა გოგატიშვილთან ერთად

სიახლე

ოქტომბერი

30

2025

16

სიახლე

ოქტომბერი

23

2025

საშემოდგომო ფუსფუსი მჭევრის დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში

ჩვენს სკოლაში საშემოდგომო ფუსფუსია. ჩვენს საყვარელ პედაგოგ ნატა გოგატიშვილთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას.

სიახლე

ოქტომბერი

23

2025

d0415c76-59be-4f68-bafd-f71c942d2ea8 (1)

სიახლე

ივნისი

04

2025

ექსკურსია ღვთაების მონასტერში

ჩვენი სკოლის მეორე კლასი იყო ექსკურსიაზე მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში. ბავშვებმა დაათვალიერეს მონასტერი და გადაიღეს სამახსოვრო სურათები

სიახლე

ივნისი

04

2025

16bcbdb4-f79f-41de-9f80-d8fd910fcbcf

სიახლე

ივნისი

02

2025

მე-5 კლასელების პრეზენტაცია გერმანულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე”ოჯახი”.

23 მაისს მე-5 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია გერმანულ ენასა და ლიტერატურაში,თემაზე”ოჯახი”,(გერმანული ენის პედაგოგი-თეო დევდარიანი).
თემატური მასალის პრეზენტაცია მოსწავლეებმა გამართეს მათი საყვარელი უცხოელი და ქართველი ფეხბურთელების ოჯახის წარმოდგენით.ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის ამ ნოვატორული იდეით წარმოდგენილი პრეზენტაცია.ბოლოს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისთვის მოსწავლეებს და პედაგოგს.საგულუსხმოა,რომ მეხუთე კლასელებმა სწორედ წელს დაიწყეს გერმანული ენის შესწავლა და ასე ბეჯითად შესრულებული წარმოდგენა თითოეული მათი კუმირის გერმანულ ენაზე,მართლაც იმსახურებდა ქებას და პოზიტიურ შეფასებას.წარმატებები ვუსურვოთ მათ ამ ენის შესწავლის მომდევნო საფეხურებზე

სიახლე

ივნისი

02

2025

fece5d26-3097-484f-8fe7-c4c5372344b6 (1)

სიახლე

ივნისი

02

2025

პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება”დედაენის ზღაპრულ სამყაროში”

პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება”დედაენის ზღაპრულ სამყაროში” მოსწავლეებმა განასახიერეს ი.გოგებაშვილის მოთხრობები

სიახლე

ივნისი

02

2025

IMG_3604

სიახლე

მაისი

07

2025

pisa2025 – “დასვი ქვეყნის პინი განათლების რუკაზე”

7 მაისს ბიზნეს სკოლაში გაიმართა საერთაშორისო კვლევის “pisa2025”-ის ონლაინ ტესტირების სესია.
კვლევა ტარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ჩართულია კვლევის ეროვნული ცენტრი და სამინისტრო.
კვლევაში ჩართულ მონაწილეებსა და კოორდინატორს ორგანიზატორებისაგან გადაეცათ საჩუქრები.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, კვლევის კოორდინატორსა და ტესტირების ჩამტარებელს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს, ნათია ნიკოლიშვილს.
ჩვენ დავსვამთ ქვეყნის პინს განათლების რუკაზე!

სიახლე

მაისი

07

2025

292becf1-88d7-4ae4-b10d-6110ec51118d

სიახლე

მაისი

07

2025

I დაIIკლასის მოსწავლეების სტუმრობა გარდენია შევარნაძეში.

I დაIIკლასის მოსწავლეები ეწვივნენ გარდენია შევარნაძეს, დაესწრნენ “მწვანე გაკვეთილს”, დაათვალიერეს მცენარეები და მოისმინეს ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე მოხატეს ქოთნები და ჩარგეს მცენარეები.

სიახლე

მაისი

07

2025

492149118_1306645197520319_901245081397291223_n

სიახლე

აპრილი

23

2025

“დედამიწის დღე”

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩვენმა ბავშვებმა
მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელეს🌍🌿💙

სიახლე

აპრილი

23

2025

491418858_1303185294532976_963591539716401028_n

სიახლე

აპრილი

23

2025

სააღდგომო სამზადისია ჩვენს სკოლაში🌿

სააღდგომო სამზადისია ჩვენს სკოლაში🌿 მოსწავლეებმა აღდგომის დღესთან დაკავშირებით
შეღებეს კვერცხები და შექმნეს ხელნაკეთი ნამუშევრები. პედაგოგი – ნატა გოგატიშვილი

სიახლე

აპრილი

23

2025

490538352_1299174024934103_6083921649195392118_n

სიახლე

აპრილი

16

2025

14 აპრილი, დედაენის დღე.

ქართული მარტო ენაა?
💞ქართული ქართველთ რწმენაა !
💞ღმერთია ! ბედისწერაა !
💞ზღვა როა, – იმოდენაა !
14 აპრილს, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩავატარეთ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საპრეზენტაციო გაკვეთილი, აუდიტორიად კი ჩვენმა მე-4 კლასელებმა , აირჩიეს მე -3 კლასელები . მოსწავლეებმა წაიკითხეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები , ასევე ვუჩვენეთ საინფორმაციო ვიდეო დედა ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით და მოსწავლეებს გავაცანით თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი 1978 წლის 14 აპრილიდან დედა ენის დღეს.
📖ერთად გავუფრთხილდეთ ქართულ ენას, როგორც ჩვენი ხის ფესვებს. დავიცვათ, ვისწავლოთ და ვიხაროთ მისი სილამაზით ყოველდღე.

სიახლე

აპრილი

16

2025

f8fc1ef2-fd7a-47fa-b580-7d1d980ecfbf

სიახლე

აპრილი

07

2025

სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში

17-24 მარტს ჩატარდა სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის.

I ადგილი – თაკო მებონია

II ადგილი – საბა მდივნიშვილი

III ადგილი – იოანე გელაშვილი

25-31 მარტს კი ჩატარდა უფროსი კლასების მოსწავლეთა შორის.

II ადგილი დავით ცაძიკიძე

III ადგილი ლევან ჩიქოვანი

სკოლის ჩემპიონი გახდა დემეტრე გელაშვილი. ვულოცავთ დემეტრეს წარმატებას.

სიახლე

აპრილი

07

2025

PHOTO-2025-02-06-14-51-47

სიახლე

თებერვალი

10

2025

მოსწავლეები „კოკა-კოლას“ საწარმოს ესტუმრნენ – ინოვაციური წარმოების გამოცდილება ახლოდან

მოსწავლეები „კოკა-კოლას“ საწარმოს ესტუმრნენ – ინოვაციური წარმოების გამოცდილება ახლოდან

შპს მჭევრის დამოუკიდებელი ბისნეს სკოლის მოსწავლეები გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით ეწვივნენ „კოკა-კოლას“ საწარმოს და გაეცნენ მისი წარმოების პროცესს. ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და ბიზნესის ფუნქციონირების შესახებ წარმოდგენის შექმნას.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს საწარმოო ხაზები, სადაც ისინი გაეცნენ სასმელების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის პროცესსა და გარემოსდაცვითი მდგრადობის ინიციატივებს. სპეციალისტებმა დეტალურად აუხსნეს, როგორ ხდება პროდუქციის შექმნა ნედლეულის მიღებიდან მის საბოლოო შეფუთვამდე.

ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კითხვა-პასუხის სესიაში, სადაც „კოკა-კოლას“ წარმომადგენლებმა მათ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ესაუბრნენ, მათ შორის კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებზე და ინოვაციებზე.

ვიზიტი „კოკა-კოლას“ საწარმოში მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ შთამბეჭდავი გამოცდილებაც იყო, რომელიც მათ დაეხმარება ბიზნესისა და მეწარმეობის უკეთ გაგებაში

სიახლე

თებერვალი

10

2025

PHOTO-2025-02-06-12-51-31 (1)

სიახლე

თებერვალი

10

2025

მოსწავლეები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილისის ტექნოპარკს ეწვივნენ

მოსწავლეები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილისის ტექნოპარკს ეწვივნენ

შ.პ.ს მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით, თბილისი ტექნოპარკში საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს, რომლის მიზანი იყო მათთვის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს გაცნობა. ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით გაიმართა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ეხილათ, როგორ ვითარდება ინოვაციური ეკოსისტემა საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ინოვაციური ლაბორატორიებს, სტარტაპ აქსელერატორებსა და ერთობლივი მუშაობის (co-working) სივრცეებს. მათ ასევე მოისმინეს პრეზენტაციები ტექნოპარკის საქმიანობის, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროგრამებისა და სამეწარმეო ინიციატივების შესახებ.

ტექნოპარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს 3D ბეჭდვის, რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტრენდები, რაც მათ ინოვაციებისა და ბიზნესის მომავალზე დაფიქრებისკენ უბიძგებს.

ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კითხვა-პასუხის სესიაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და დეტალურად ესაუბრათ იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ინოვაციური იდეების განვითარებას უკავშირდება.

ვიზიტი მოსწავლეებისთვის პრაქტიკული და ინსპირაციული გამოცდილება აღმოჩნდა, რაც მათ ტექნოლოგიების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმის მოტივაციას მისცემს.

სიახლე

თებერვალი

10

2025

PHOTO-2025-02-06-12-45-50 (3)

სიახლე

თებერვალი

10

2025

მოსწავლეები ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში – ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ

მოსწავლეები ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში – ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ

შ.პ.ს მჭევრიდამოუკიდებეი ბიზნეს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს, ეკოლოგიურ გამოწვევებსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს.

ვიზიტის ფარგლებში ასოციაციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ნარჩენების დახარისხების, გადამუშავებისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე ის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს.

მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები წრიული ეკონომიკის, მწვანე ბიზნესის მოდელებისა და ეკო-ინოვაციების შესახებ. ასევე, მათ პრაქტიკული მაგალითებით დაინახეს, როგორ შეიძლება ნარჩენების სწორად მართვა გარემოს დაბინძურების შემცირებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისთვის.

ვიზიტის ბოლოს გაიმართა მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ვიზიტები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ხედავენ, როგორ მუშაობს ნარჩენების მართვის სფერო და რა როლი აქვთ მათ ეკოლოგიურად მდგრადი მომავლის შექმნაში.

ვიზიტი მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და ინსპირაციული აღმოჩნდა, რაც მათ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

სიახლე

თებერვალი

10

2025

475993340_1239604390891067_8141128422807954880_n (1)

სიახლე

თებერვალი

10

2025

“იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო”

“იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო” 📖📖📖📖დაწყებით კლასებში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში , მოსწავლეებმა წაიკითხეს საბავშვო მწერლების ნაწარმოები 📖📖📖📖📖📖და დაამზადეს წიგნისთვის სანიშნეები.
ღონისძიების მიზანი იყო:ხმამაღლა კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრრბა, შემოქმედებითი უნარის განვითარება და მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია.

სიახლე

თებერვალი

10

2025

471273867_1332695924358219_1412499907957829968_n

სიახლე

იანვარი

20

2025

ქ.თბილისის “მჭევრის”დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის V კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში.

ქ.თბილისის “მჭევრის”დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის V კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში.
🔹 გერმანული ენის პედაგოგი -თეა დევდარიანი.
🔹დამრიგებელი-ნინო მანწკავა.
📖 შეხვედრის მთავარი თემა იყო გერმანია🇩🇪 – მისი ისტორია 🏰,
ქალაქები 🏙️,
ლიტერატურა 📚,
მითოლოგია 🧙‍♂️ და
სპორტი ⚽.
🎄 განსაკუთრებით გამოირჩეოდა შობა-ახალი წლის ტრადიციების განხილვა,
რადგან ჩვენი შეხვედრა ამ დღესასწაულს დაემთხვა.
ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ გერმანული დღესასწაულების უნიკალური მახასიათებლები და სითბო, რაც ამ თემატიკას ახლავს. 🎁✨
✨ შეხვედრა იყო მრავალფეროვანი და საინტერესო –
სავსე ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით. 🇩🇪
აღსანიშნავია ბავშვების ჩართულობა და აქტიურობა.

სიახლე

იანვარი

20

2025

470238342_1324056088555536_7375010257464134716_n

სიახლე

დეკემბერი

25

2024

შემეცნებითი ლექცია ინგლისურ ენაზე უნივერსიტეტში SEU. მჭევრის დამოკიდებელი ბიზნეს სკოლის VI კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში. 🇬🇧შემეცნებითი ლექცია ინგლისურ ენაზე, თემა-ბუკინგემის სასახლე. პედაგოგი-ეთერ მამუკაშვილი.

სიახლე

დეკემბერი

25

2024

PHOTO-2024-12-04-09-42-37

სიახლე

დეკემბერი

04

2024

შემეცნებითი ლექცია უნივერსიტეტში SEU.

შემეცნებითი ლექცია უნივერსიტეტში SEU.

📚 შპს “მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის IV კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში.
🔹პედაგოგი-მაია გვილავა.
🔹შემეცნებითი ლექციის თემა-მზის სისტემა.

მოსწავლეებს კოსმოსსა და მზის სისტემაზე სასიამოვნო და საინტერესო საუბარი ჰქონდათ! 🌌🌞

განვიხილეთ პლანეტები და მათი თანამგზავრები,
ციური სხეულები,
მათი სახელწოდებები და მნიშვნელობა. 🪐✨

აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ზრუნვის მნიშვნელობა უკვე კარგად აქვთ გააზრებული პატარა ასაკიდანვე და პასუხისმგებლობით ეკიდებიან
,,დედამიწელობას”.

სიახლე

დეკემბერი

04

2024

PHOTO-2024-11-20-11-39-33

სიახლე

ნოემბერი

20

2024

გასვლითი აქტივობა ყინწვისში

მესამე კლასის სტუმრობა ყინწვისში. აქტივობა – “ჩურჩხელების ამოვლება”

სიახლე

ნოემბერი

20

2024

465739720_1170547541130086_7902361218602394891_n

სიახლე

ნოემბერი

18

2024

“ჩურჩხელების ამოვლება”

ჩვენი პატარების ექსკურსია კახეთში, მასტერკლასი “ჩურჩხელების ამოვლება”

სიახლე

ნოემბერი

18

2024

440964945_1031116658406509_9143315805353710142_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

პროექტი “საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება”

შ.პ.ს “მჭევრის”დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო პროექტში “საქართველოს რეალური ბიომრავალფეროვნება”. გადაეცათ სერთიფიკატები.

სიახლე

სექტემბერი

02

2024

443712246_1046536246864550_4090852654017096116_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

ბოლო ზარი

დასრულდა თქვენი ცხოვრების ერთ- ერთი ხალასი, ლამაზი და უზრუნველი ხანა. დღეიდან თქვენს წინაშე ახალი ასპარეზი იშლება. გილოცავთ ამ ეტაპის დასრულებას და გისურვებთ ღირსეულ, წარმატებულ და მშვიდობიან მომავალს. იარეთ გამართულად, მხნედ და ემსახურეთ სამშობლოს, ოჯახსა და საკუთარ თავს, თქვენი ჭეშმარიტი ადამიანობითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

სიახლე

სექტემბერი

02

2024

445175722_1051969286321246_7920091210780523467_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

VII-ა კლასის კომპლექსური დავალების პრეზენტაცია: “ამოცანები და განტოლებები”

VII-ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მათემატიკაში. კომპლექსური დავალების თემა იყო”ამოცანები და განტოლებები”. მათ დავალებული ქონდათ მოცემული განტოლებების მიხედვით შეედგინათ ამოცანები, რომლებიც აღწერს ცხოვრებისეულ (პრაქტიკულ) სიტუაციებს და ამოეხსნათ ეს ამოცანები. მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს სლაიდ-შოუს სახით, სადაც გამოავლინეს საკუთარი შემოქმედებითი უნარები და ინდივიდუალიზმი.. მოსწავლეებმა განამტკიცეს ცოდნა განხილული საკითხების მიმართ, რაც საფუძველი იქნება მათი შემდგომი განვითარებისა მათემატიკაში. ვუსურვებთ მათ წარმატებებს!

სიახლე

სექტემბერი

02

2024

445707633_1051988816319293_5002797308433245519_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

საგანმათლებლო პროგრამა ,,აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ”

კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი.
საგანმათლებლო პროგრამა ,,აღმოსავლური ცივილიზაციის კვალდაკვალ”.
პროგრამა მოგვითხრობს უძველესი ცივილიზაციიების შესახებ,რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში.

სიახლე

სექტემბერი

02

2024

448162060_1060010618850446_5491125322138769207_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

კონკურსი სახელწოდებით – ,, იქნებ ვაზია სამშობლო…”

საქართველოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალგაზრდა ლიტერატორთა კავშირმა გამართა კონკურსი სახელწოდებით – ,, იქნებ ვაზია სამშობლო…”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის” XI კლასის მოსწავლემ,ნინო აბრამიშვილმა.
დაჯილდოება გაიმართა 8 ივნისს,ქალაქ რუსთავში, სადაც ნინოს ნამუშევრები გამოარჩიეს და სიგელები გადასცეს.

სიახლე

სექტემბერი

02

2024

417508295_1062881858563322_4328229321469659833_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

ინტეგრირებული პროექტი “საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობა” მე-5 კლასში

12.06.2024 მე-5 კლასში განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი საგნების-” ჩვენი საქართველოს” და ხელოვნების ურთიერთთანამშრომლობით.პროექტის თემა იყო “საცხოვრებელი, თავდაცვითი და საეკლესიო ნაგებობები”(ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს,სვანეთის, აჭარის მაგალითზე).მოსწავლეებმა დიდი სამუშაო გასწიეს. მათ მოიძიეს ინფორმაცია,დაამუშავეს, დაახარისხეს, ააწყეს სლაიდები. ამასთანავე დაამზადეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი , თავდაცვითი და საეკლესიო ნაგებობების მაკეტები. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოპოვებული ინფირმაცია და მაკეტები.
მასწავლებლები: ჩვენი საქართველო-მაკა კოშაძე.
ხელოვნება-ნატა გოგატიშვილი

სიახლე

სექტემბერი

02

2024

417438301_1066968884821286_3731935680714075070_n

სიახლე

სექტემბერი

02

2024

მათემატიკური ვიქტორინია “მჭევრის” V კლასელებში

“მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის V კლასელთათვის ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა. კლასი დაყოფილი იყო 2 ჯგუფად. მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ლოგიკური თუ სახალისო ამოცანების ამოხსნაში. ვიქტორინა დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: მათემატიკური თამაშები, გეომეტრიული ფიგურის გამოცნობა, ბლიც-შეკითხვები, მათემატიკური კროსვორდის შევსება და სხვა. მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი თითოეულ აქტივობაში და გააზრებულად პასუხობდნენ ამოცანების შეკითხვებს… ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან მათემატიკის საგნის შესწავლით, რაც საფუძველი გახდება მათი შემდგომი განვითარებისა ამ საგანში, ვუსურვოთ მათ წარმატება!

სიახლე

სექტემბერი

02

2024

მენიუ.