სიახლე
გაზიარება
Facebook
Twitter
LinkedIn
16 ივნის მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის VIII და X კლასის მოსწავლეებმა იმოგზაურეს ძველ თბილისში, სადაც გაეცნენ ძველი თბილისის უნიკალურ არქიტექტურას და იმ კინოფილმების ისტორიას, რომლებიც ამ ისტორიულ უბანშია გადაღებული.
მოგზაურობა დაიწყო გუდიაშვილის მოედნიდან და დასრულდა გაბრიაძის მარიონეტების თეატრთან. ეს იყო საინტერესო და შემეცნებითი დღე, რომელმაც ბავშვებს უკეთ გააცნო თბილისის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა.
მადლობა „ძველი თბილისი კინო ტურს“ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!
პედაგოგები: ნატა გოგატიშვილი და მარიამ ღონიაშვილი.