სიახლე

,, მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

საქართველოს თითქმის ყველა ოჯახისთვის განსაკუთრებული, ღელვათა და მოლოდინით სავსე დღეა. სკოლის ზარის ხმა ახალი ცხოვრების, ცოდნის შეძენისა და მეგობრობის ახალი ფურცლის გადაშლას ნიშნავს.

​ამ დღეს სკოლის ეზოები ივსება ფერადი ყვავილებით, ახალი ჩანთებითა და ბავშვების ბედნიერი ღიმილით. განსაკუთრებით ემოციურია ის პირველკლასელებისთვის, რომლებიც პირველად აბიჯებენ სკოლის ზღურბლს და პირველ მასწავლებელს ხვდებიან. მათთვის იწყება თავგადასავალი, რომელიც მთელ ცხოვრებას აყალიბებს. თუმცა, ეს დღე არანაკლებ მღელვარეა უფროსკლასელებისთვისაც, განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ წინ სადიპლომო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მომავალი პროფესიული არჩევანი ელოდებათ.

​სწავლის დაწყება არ არის მხოლოდ გაკვეთილები და შეფასებები — ეს არის პიროვნული ზრდის, ხასიათის გამოცდისა და ცხოვრებისეული ღირებულებების ჩამოყალიბების უმთავრესი სივრცე.

​        ​”ძვირფასო და საყვარელო ახალგაზრდებო, ,, მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

​დღეს იწყება თქვენი მოგზაურობა ცოდნის, აღმოჩენებისა და განვითარების მომხიბლავ სამყაროში. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს  შთაგონებით, ახალი მიღწევებითა და წარმატებული .  არ შეუშინდეთ სირთულეებს, რადგან თითოეული დაბრკოლება მხოლოდ ძალას გმატებთ და უფრო ბრძენს გხდით.

​გჯეროდეთ საკუთარი თავის, თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების და ატარეთ გულში დიდი სიყვარული — ერთმანეთის, სწავლისა და გარემომცველი სამყაროს მიმართ. იყავით მიზანმიმართულები, იოცნებეთ მასშტაბურად და იარეთ წინ დაუღალავად, იმედით სავსე გულით, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე და ნათელი მომავალი. წარმატებები და ბედნიერი წელი გქონოდეთ!”

 

 

 

მენიუ.