cloud

სასკოლო ცხოვრება

გახანგრძლივებული

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

ბიზნეს სკოლაში გახანგრძლივებული ფუნქციონირებს ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის – პირველი და მეორე კლასელთათვის და მესამე და მეოთხე კლასელთათვის 18.00 საათამდე.

პირველ და მეორე კლასელებს გაკვეთილების დასრულების შემდგომ აქვთ ლანჩი, რომლის დასრულების შემდგომ 2 საათის მანძილზე გახაგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ძირითადი პედაგოგის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში. სკოლა არ იღებს პასუხისმგებლობას გაკვეთილების ამომწურავად მომზადებაზე, რადგან თვლის, რომ ოჯახის ფაქტორი არ უნდა ამოვარდეს მეცადინეობის პროცესიდან.

გახანგრძლივებულში მოსწავლე სრულიად თავისუფალია აირჩიოს თუ რომელი აქტივობით დაკავდება. სურვილის შემთხვევაში უერთდება ჭადრაკის, ხატვის, ინგლისური ენის, ქართული ხალხური ცეკვის შემსწავლელ და ბატუტის ან აკრობატიკის წრეებსა თუ კლუბებს. ხოლო მათი დასრულებისთანავე დაუბრუნდება გახანგრძლივებული ჯგუფის აქტივობებს.
სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფიდან მოსწავლის გაყვანა ხდება მშობლის ან რწმუნებული პირის მიერ.

მოძებნე

შეიძლება გაინეტერესბდეთ

მენიუ.