სკოლის
სიახლეები.
მიმდინარე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სკოლის სიახლეებს და მოგნებებს
სიახლე
თებერვალი
11
2026
,,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა
4 თებერვალს, მე-3 კლასში, ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,, ბუნებრივი მოვლენები”. მოსწავლეებმა ისაუბრეს სტიქიური მოვლენების შესახებ. როგორ ინგრევა შენობები, ნადგურდება ნათესები, ფერხდება ავტომომსახურება და მატარებლების გადაადგილება.

სიახლე
თებერვალი
11
2026
სიახლე
თებერვალი
05
2026
,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის ბავშვებმა თავის ხელით მოხატეს და დაამზადეს წიგნის სანიშნეები , რაც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა ![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()

სიახლე
თებერვალი
05
2026
სიახლე
დეკემბერი
24
2025
,,მჭევრის” დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში ჩატარდა პროექტი თემაზე ,,აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რიტუალები და ტრადიციები”.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პროექტი თემაზე ,,აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რიტუალები და ტრადიციები”. მოსწავლეებმა შეძლებისდაგვარად მოიძიეს მასალა და თემა მეტად საინტერესოდ წარმოადგინეს.

სიახლე
დეკემბერი
24
2025
სიახლე
დეკემბერი
18
2025
,,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში
I-IV კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ხელოვნების სასახლის -კულტურის ისტორიის მუზეუმს, სადაც გაიგეს თუ როგორ იცვლებოდა შობის დღესასწაული ეპოქიდან ეპოქამდე, ასევე პატარებმა საკუთარი ხელებით შექმნეს საახალწლო სუვენირი![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()

სიახლე
დეკემბერი
18
2025
სიახლე
ნოემბერი
10
2025
,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ღონისძიება ,, შემოდგომის ფერები”
ჩვენს სკოლაში გაიმართა ღონისძიება ,,შემოდომის ფერები”. ის დღე მართლაც განსაკუთრებული იყო — თითქოს თვითონ შემოდგომა შემოვიდა სკოლაში ოქროსფერი ფოთლებით.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოაწყვეს გამოფენა, სადაც წარმოადგინეს ფოთლებითა 

და ხილით გაკეთებული 



ნამუშევრები , მოამზადეს სხვადასხვა ნომრები: სიმღერები, ცეკვები და ლექსები. ეს დღე ნამდვილად სიხარულითა და ფერებით იყო სავსე, მადლობა მათ ამისთვის.










სიახლე
ნოემბერი
10
2025
სიახლე
ნოემბერი
09
2025
მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნესსკოლის მოსწავლეების პროექტი ,, მეღვინეობა და ტურიზმი კახეთში”
მე-6 კლასში განხორციელდა პროექტი “მეღვინეობა და ტურიზმი კახეთში.”მოსწავლეებს მიეცათ დავალება გაეკეთებინათ კახური ღვინის რეკლამა და მოეწვიათ ტურისტები კახეთში.მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება-შეეძლოთ ჩაეწერათ ვიდეორგოლი ან დაემზადებინათ სარეკლამო ბუკლეტი.
სიახლე
ნოემბერი
09
2025
სიახლე
ნოემბერი
05
2025
,,მჭევრის ” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ხელოვნების მუზეუმში
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც გამორჩეულად საინტერესო ექსპოზიცია
,, ბაგრატიონები” დაათვალიერეს. ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სამეფო დინასტიის გადარჩენილი ნივთებისა და პორტრეტების ნახვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი დიდებული, უნიკალური და საამაყო წარსული გვაქვს. ეს ის ექსპოზიციაა, რომელიც საუკუნეში ერთხელ გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება.
მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და დარწმუნებული ვართ დიდხანს გაყვებათ განცდილი ემოცია და მშობლიური ქვეყნის წარსულთან შეხებით ღირსეულად გააგრძელებენ მომავალს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI – XI კლასების მოსწავლეები. მათ ახლდათ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ია ჩიხლაძე და გვანცა ბოღლოციშვილი. მუსიკის პედაგოგი ლელა შაოშვილი.

სიახლე
ნოემბერი
05
2025
სიახლე
ივნისი
02
2025
მე-5 კლასელების პრეზენტაცია გერმანულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე”ოჯახი”.
23 მაისს მე-5 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია გერმანულ ენასა და ლიტერატურაში,თემაზე”ოჯახი”,(გერმანული ენის პედაგოგი-თეო დევდარიანი).
თემატური მასალის პრეზენტაცია მოსწავლეებმა გამართეს მათი საყვარელი უცხოელი და ქართველი ფეხბურთელების ოჯახის წარმოდგენით.ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის ამ ნოვატორული იდეით წარმოდგენილი პრეზენტაცია.ბოლოს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისთვის მოსწავლეებს და პედაგოგს.საგულუსხმოა,რომ მეხუთე კლასელებმა სწორედ წელს დაიწყეს გერმანული ენის შესწავლა და ასე ბეჯითად შესრულებული წარმოდგენა თითოეული მათი კუმირის გერმანულ ენაზე,მართლაც იმსახურებდა ქებას და პოზიტიურ შეფასებას.წარმატებები ვუსურვოთ მათ ამ ენის შესწავლის მომდევნო საფეხურებზე
სიახლე
ივნისი
02
2025
სიახლე
მაისი
07
2025
pisa2025 – “დასვი ქვეყნის პინი განათლების რუკაზე”
7 მაისს ბიზნეს სკოლაში გაიმართა საერთაშორისო კვლევის “pisa2025”-ის ონლაინ ტესტირების სესია.
კვლევა ტარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ჩართულია კვლევის ეროვნული ცენტრი და სამინისტრო.
კვლევაში ჩართულ მონაწილეებსა და კოორდინატორს ორგანიზატორებისაგან გადაეცათ საჩუქრები.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, კვლევის კოორდინატორსა და ტესტირების ჩამტარებელს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს, ნათია ნიკოლიშვილს.
ჩვენ დავსვამთ ქვეყნის პინს განათლების რუკაზე!









