სიახლე
მათემატიკური ვიქტორინია “მჭევრის” V კლასელებში
გაზიარება
Facebook
Twitter
LinkedIn
“მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის V კლასელთათვის ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა. კლასი დაყოფილი იყო 2 ჯგუფად. მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ლოგიკური თუ სახალისო ამოცანების ამოხსნაში. ვიქტორინა დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: მათემატიკური თამაშები, გეომეტრიული ფიგურის გამოცნობა, ბლიც-შეკითხვები, მათემატიკური კროსვორდის შევსება და სხვა. მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი თითოეულ აქტივობაში და გააზრებულად პასუხობდნენ ამოცანების შეკითხვებს… ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან მათემატიკის საგნის შესწავლით, რაც საფუძველი გახდება მათი შემდგომი განვითარებისა ამ საგანში, ვუსურვოთ მათ წარმატება!