სიახლე

მოსწავლეები „კოკა-კოლას“ საწარმოს ესტუმრნენ – ინოვაციური წარმოების გამოცდილება ახლოდან

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
მოსწავლეები „კოკა-კოლას“ საწარმოს ესტუმრნენ – ინოვაციური წარმოების გამოცდილება ახლოდან შპს მჭევრის დამოუკიდებელი ბისნეს სკოლის მოსწავლეები გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით ეწვივნენ „კოკა-კოლას“ საწარმოს და გაეცნენ მისი წარმოების პროცესს. ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და ბიზნესის ფუნქციონირების შესახებ წარმოდგენის შექმნას. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს საწარმოო ხაზები, სადაც ისინი გაეცნენ სასმელების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის პროცესსა და გარემოსდაცვითი მდგრადობის ინიციატივებს. სპეციალისტებმა დეტალურად აუხსნეს, როგორ ხდება პროდუქციის შექმნა ნედლეულის მიღებიდან მის საბოლოო შეფუთვამდე. ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კითხვა-პასუხის სესიაში, სადაც „კოკა-კოლას“ წარმომადგენლებმა მათ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ესაუბრნენ, მათ შორის კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებზე და ინოვაციებზე. ვიზიტი „კოკა-კოლას“ საწარმოში მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ შთამბეჭდავი გამოცდილებაც იყო, რომელიც მათ დაეხმარება ბიზნესისა და მეწარმეობის უკეთ გაგებაში

მენიუ.