სიახლე

მოსწავლეები ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში – ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
მოსწავლეები ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში – ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ შ.პ.ს მჭევრიდამოუკიდებეი ბიზნეს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს, ეკოლოგიურ გამოწვევებსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს. ვიზიტის ფარგლებში ასოციაციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ნარჩენების დახარისხების, გადამუშავებისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე ის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს. მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები წრიული ეკონომიკის, მწვანე ბიზნესის მოდელებისა და ეკო-ინოვაციების შესახებ. ასევე, მათ პრაქტიკული მაგალითებით დაინახეს, როგორ შეიძლება ნარჩენების სწორად მართვა გარემოს დაბინძურების შემცირებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისთვის. ვიზიტის ბოლოს გაიმართა მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ვიზიტები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ხედავენ, როგორ მუშაობს ნარჩენების მართვის სფერო და რა როლი აქვთ მათ ეკოლოგიურად მდგრადი მომავლის შექმნაში. ვიზიტი მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და ინსპირაციული აღმოჩნდა, რაც მათ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

მენიუ.