სიახლე
გაზიარება
ინტეგრირებული გაკვეთილის – „იდუმალი ეგვიპტე“ ფარგლებში, ხელოვნებისა და ისტ-ის მიმართულებების გაერთიანებით, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ბავშვებმა ისაუბრეს ძველი ეგვიპტის კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვან საკითხებზე: ნილოსის მნიშვნელობაზე, ეგვიპტურ ქანდაკებასა და ფერწერაზე, მუმიფიცირების პროცესზე, ეგვიპტელთა რწმენა-წარმოდგენებზე, პირამიდებზე, კარნაკის ტაძარსა და იეროგლიფურ დამწერლობაზე. გაკვეთილი პრაქტიკული აქტივობებითაც იყო დატვირთული. მოსწავლეებმა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შექმნეს პირამიდისა და კარნაკის ტაძრის მაკეტები ნილოსის ფონზე. ასევე, მათ წარმოადგინეს ეგვიპტური თემატიკის სუვენირები, რომლებიც საკუთარი ხელით დაამზადეს. პრეზენტაცია საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი გამოვიდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდნენ ძველი ეგვიპტის უნიკალურ კულტურასა და ხელოვნებას.