სიახლე

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

 ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შექმნეს პროექტი ზაქარია ფალიაშვილის   შესახებ. ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს: ეწვივნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს,  მოიძიეს და დაამუშავეს საინტერესო მასალა. მათ დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით წარმოაჩინეს კომპოზიტორის ცხოვრება და შემოქმედება. პროექტის მონაწილეებმა ნამდვილად შეძლეს მსმენელისთვის გასაგებად და საინტერესოდ გაეცნოთ ზაქარია ფალიაშვილის  მუსიკალური მემკვიდრეობა და შემოქმედებითი გზა.

პედაგოგი :  ლელა შაოშვილი

მენიუ.