სკოლის
სიახლეები.
მიმდინარე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სკოლის სიახლეებს და მოგნებებს
სიახლე
ნოემბერი
10
2025
,მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების მიერ ჩატარებული ღონისძიება ,, შემოდგომის ფერები”
ჩვენს სკოლაში გაიმართა ღონისძიება ,,შემოდომის ფერები”. ის დღე მართლაც განსაკუთრებული იყო — თითქოს თვითონ შემოდგომა შემოვიდა სკოლაში ოქროსფერი ფოთლებით.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მოაწყვეს გამოფენა, სადაც წარმოადგინეს ფოთლებითა 

და ხილით გაკეთებული 



ნამუშევრები , მოამზადეს სხვადასხვა ნომრები: სიმღერები, ცეკვები და ლექსები. ეს დღე ნამდვილად სიხარულითა და ფერებით იყო სავსე, მადლობა მათ ამისთვის.










სიახლე
ნოემბერი
10
2025
სიახლე
ნოემბერი
09
2025
მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნესსკოლის მოსწავლეების პროექტი ,, მეღვინეობა და ტურიზმი კახეთში”
მე-6 კლასში განხორციელდა პროექტი “მეღვინეობა და ტურიზმი კახეთში.”მოსწავლეებს მიეცათ დავალება გაეკეთებინათ კახური ღვინის რეკლამა და მოეწვიათ ტურისტები კახეთში.მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება-შეეძლოთ ჩაეწერათ ვიდეორგოლი ან დაემზადებინათ სარეკლამო ბუკლეტი.
სიახლე
ნოემბერი
09
2025
სიახლე
ნოემბერი
05
2025
,,მჭევრის ” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მოსწავლეების სტუმრობა ხელოვნების მუზეუმში
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც გამორჩეულად საინტერესო ექსპოზიცია
,, ბაგრატიონები” დაათვალიერეს. ჩვენი ქვეყნის ათასწლოვანი სამეფო დინასტიის გადარჩენილი ნივთებისა და პორტრეტების ნახვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, როგორი დიდებული, უნიკალური და საამაყო წარსული გვაქვს. ეს ის ექსპოზიციაა, რომელიც საუკუნეში ერთხელ გამოიფინება და მისი ნახვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლება.
მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და დარწმუნებული ვართ დიდხანს გაყვებათ განცდილი ემოცია და მშობლიური ქვეყნის წარსულთან შეხებით ღირსეულად გააგრძელებენ მომავალს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI – XI კლასების მოსწავლეები. მათ ახლდათ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ია ჩიხლაძე და გვანცა ბოღლოციშვილი. მუსიკის პედაგოგი ლელა შაოშვილი.

სიახლე
ნოემბერი
05
2025
სიახლე
ივნისი
02
2025
მე-5 კლასელების პრეზენტაცია გერმანულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე”ოჯახი”.
23 მაისს მე-5 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია გერმანულ ენასა და ლიტერატურაში,თემაზე”ოჯახი”,(გერმანული ენის პედაგოგი-თეო დევდარიანი).
თემატური მასალის პრეზენტაცია მოსწავლეებმა გამართეს მათი საყვარელი უცხოელი და ქართველი ფეხბურთელების ოჯახის წარმოდგენით.ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის ამ ნოვატორული იდეით წარმოდგენილი პრეზენტაცია.ბოლოს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისთვის მოსწავლეებს და პედაგოგს.საგულუსხმოა,რომ მეხუთე კლასელებმა სწორედ წელს დაიწყეს გერმანული ენის შესწავლა და ასე ბეჯითად შესრულებული წარმოდგენა თითოეული მათი კუმირის გერმანულ ენაზე,მართლაც იმსახურებდა ქებას და პოზიტიურ შეფასებას.წარმატებები ვუსურვოთ მათ ამ ენის შესწავლის მომდევნო საფეხურებზე
სიახლე
ივნისი
02
2025
სიახლე
მაისი
07
2025
pisa2025 – “დასვი ქვეყნის პინი განათლების რუკაზე”
7 მაისს ბიზნეს სკოლაში გაიმართა საერთაშორისო კვლევის “pisa2025”-ის ონლაინ ტესტირების სესია.
კვლევა ტარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. ჩართულია კვლევის ეროვნული ცენტრი და სამინისტრო.
კვლევაში ჩართულ მონაწილეებსა და კოორდინატორს ორგანიზატორებისაგან გადაეცათ საჩუქრები.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს, კვლევის კოორდინატორსა და ტესტირების ჩამტარებელს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს, ნათია ნიკოლიშვილს.
ჩვენ დავსვამთ ქვეყნის პინს განათლების რუკაზე!
სიახლე
მაისი
07
2025
სიახლე
აპრილი
16
2025
14 აპრილი, დედაენის დღე.
ქართული მარტო ენაა?
💞ქართული ქართველთ რწმენაა !
💞ღმერთია ! ბედისწერაა !
💞ზღვა როა, – იმოდენაა !
14 აპრილს, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩავატარეთ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საპრეზენტაციო გაკვეთილი, აუდიტორიად კი ჩვენმა მე-4 კლასელებმა , აირჩიეს მე -3 კლასელები . მოსწავლეებმა წაიკითხეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები , ასევე ვუჩვენეთ საინფორმაციო ვიდეო დედა ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით და მოსწავლეებს გავაცანით თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი 1978 წლის 14 აპრილიდან დედა ენის დღეს.
📖ერთად გავუფრთხილდეთ ქართულ ენას, როგორც ჩვენი ხის ფესვებს. დავიცვათ, ვისწავლოთ და ვიხაროთ მისი სილამაზით ყოველდღე.
სიახლე
აპრილი
16
2025
სიახლე
აპრილი
07
2025
სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში
17-24 მარტს ჩატარდა სკოლის ჩემპიონატი ჭადრაკში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის.
I ადგილი – თაკო მებონია
II ადგილი – საბა მდივნიშვილი
III ადგილი – იოანე გელაშვილი
25-31 მარტს კი ჩატარდა უფროსი კლასების მოსწავლეთა შორის.
II ადგილი დავით ცაძიკიძე
III ადგილი ლევან ჩიქოვანი
სკოლის ჩემპიონი გახდა დემეტრე გელაშვილი. ვულოცავთ დემეტრეს წარმატებას.
სიახლე
აპრილი
07
2025
სიახლე
თებერვალი
10
2025
მოსწავლეები „კოკა-კოლას“ საწარმოს ესტუმრნენ – ინოვაციური წარმოების გამოცდილება ახლოდან
მოსწავლეები „კოკა-კოლას“ საწარმოს ესტუმრნენ – ინოვაციური წარმოების გამოცდილება ახლოდან
შპს მჭევრის დამოუკიდებელი ბისნეს სკოლის მოსწავლეები გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით ეწვივნენ „კოკა-კოლას“ საწარმოს და გაეცნენ მისი წარმოების პროცესს. ვიზიტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და ბიზნესის ფუნქციონირების შესახებ წარმოდგენის შექმნას.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს საწარმოო ხაზები, სადაც ისინი გაეცნენ სასმელების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხის კონტროლის პროცესსა და გარემოსდაცვითი მდგრადობის ინიციატივებს. სპეციალისტებმა დეტალურად აუხსნეს, როგორ ხდება პროდუქციის შექმნა ნედლეულის მიღებიდან მის საბოლოო შეფუთვამდე.
ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კითხვა-პასუხის სესიაში, სადაც „კოკა-კოლას“ წარმომადგენლებმა მათ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ესაუბრნენ, მათ შორის კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებზე და ინოვაციებზე.
ვიზიტი „კოკა-კოლას“ საწარმოში მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ შთამბეჭდავი გამოცდილებაც იყო, რომელიც მათ დაეხმარება ბიზნესისა და მეწარმეობის უკეთ გაგებაში
სიახლე
თებერვალი
10
2025
სიახლე
თებერვალი
10
2025
მოსწავლეები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილისის ტექნოპარკს ეწვივნენ
მოსწავლეები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თბილისის ტექნოპარკს ეწვივნენ
შ.პ.ს მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით, თბილისი ტექნოპარკში საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს, რომლის მიზანი იყო მათთვის ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროს გაცნობა. ვიზიტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით გაიმართა და მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ეხილათ, როგორ ვითარდება ინოვაციური ეკოსისტემა საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ინოვაციური ლაბორატორიებს, სტარტაპ აქსელერატორებსა და ერთობლივი მუშაობის (co-working) სივრცეებს. მათ ასევე მოისმინეს პრეზენტაციები ტექნოპარკის საქმიანობის, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროგრამებისა და სამეწარმეო ინიციატივების შესახებ.
ტექნოპარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს 3D ბეჭდვის, რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტრენდები, რაც მათ ინოვაციებისა და ბიზნესის მომავალზე დაფიქრებისკენ უბიძგებს.
ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კითხვა-პასუხის სესიაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და დეტალურად ესაუბრათ იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ინოვაციური იდეების განვითარებას უკავშირდება.
ვიზიტი მოსწავლეებისთვის პრაქტიკული და ინსპირაციული გამოცდილება აღმოჩნდა, რაც მათ ტექნოლოგიების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმის მოტივაციას მისცემს.
სიახლე
თებერვალი
10
2025
სიახლე
თებერვალი
10
2025
მოსწავლეები ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში – ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ
მოსწავლეები ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში – ეკოლოგიურად მდგრადი მომავლისკენ
შ.პ.ს მჭევრიდამოუკიდებეი ბიზნეს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გიორგი ორაგველიძის ორგანიზატორობით საგანმანათლებლო ვიზიტი განახორციელეს ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციაში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს, ეკოლოგიურ გამოწვევებსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს.
ვიზიტის ფარგლებში ასოციაციისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ნარჩენების დახარისხების, გადამუშავებისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე ის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს.
მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაციები წრიული ეკონომიკის, მწვანე ბიზნესის მოდელებისა და ეკო-ინოვაციების შესახებ. ასევე, მათ პრაქტიკული მაგალითებით დაინახეს, როგორ შეიძლება ნარჩენების სწორად მართვა გარემოს დაბინძურების შემცირებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისთვის.
ვიზიტის ბოლოს გაიმართა მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ვიზიტები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ხედავენ, როგორ მუშაობს ნარჩენების მართვის სფერო და რა როლი აქვთ მათ ეკოლოგიურად მდგრადი მომავლის შექმნაში.
ვიზიტი მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და ინსპირაციული აღმოჩნდა, რაც მათ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
სიახლე
თებერვალი
10
2025
სიახლე
თებერვალი
10
2025
“იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო”
“იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო” 📖📖📖📖დაწყებით კლასებში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში , მოსწავლეებმა წაიკითხეს საბავშვო მწერლების ნაწარმოები 📖📖📖📖📖📖და დაამზადეს წიგნისთვის სანიშნეები.
ღონისძიების მიზანი იყო:ხმამაღლა კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრრბა, შემოქმედებითი უნარის განვითარება და მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია.
სიახლე
თებერვალი
10
2025
სიახლე
იანვარი
20
2025
ქ.თბილისის “მჭევრის”დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის V კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში.
ქ.თბილისის “მჭევრის”დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის V კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში.
🔹 გერმანული ენის პედაგოგი -თეა დევდარიანი.
🔹დამრიგებელი-ნინო მანწკავა.
📖 შეხვედრის მთავარი თემა იყო გერმანია🇩🇪 – მისი ისტორია 🏰,
ქალაქები 🏙️,
ლიტერატურა 📚,
მითოლოგია 🧙♂️ და
სპორტი ⚽.
🎄 განსაკუთრებით გამოირჩეოდა შობა-ახალი წლის ტრადიციების განხილვა,
რადგან ჩვენი შეხვედრა ამ დღესასწაულს დაემთხვა.
ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ გერმანული დღესასწაულების უნიკალური მახასიათებლები და სითბო, რაც ამ თემატიკას ახლავს. 🎁✨
✨ შეხვედრა იყო მრავალფეროვანი და საინტერესო –
სავსე ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით. 🇩🇪
აღსანიშნავია ბავშვების ჩართულობა და აქტიურობა.
სიახლე
იანვარი
20
2025
სიახლე
დეკემბერი
04
2024
შემეცნებითი ლექცია უნივერსიტეტში SEU.
შემეცნებითი ლექცია უნივერსიტეტში SEU.
📚 შპს “მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის IV კლასი სტუმრად საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიასთან SEU-ში.
🔹პედაგოგი-მაია გვილავა.
🔹შემეცნებითი ლექციის თემა-მზის სისტემა.
მოსწავლეებს კოსმოსსა და მზის სისტემაზე სასიამოვნო და საინტერესო საუბარი ჰქონდათ! 🌌🌞
განვიხილეთ პლანეტები და მათი თანამგზავრები,
ციური სხეულები,
მათი სახელწოდებები და მნიშვნელობა. 🪐✨
აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ზრუნვის მნიშვნელობა უკვე კარგად აქვთ გააზრებული პატარა ასაკიდანვე და პასუხისმგებლობით ეკიდებიან
,,დედამიწელობას”.
