სასკოლო ცხოვრება
ბიბლიოთეკა
გაზიარება
ბიზნეს სკოლაში ფუნქციონირებს რესურსებით მდიდარი და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა 6434 წიგნადი ფონდით, მათ შორის: 1550 მხატვრული ლიტერატურით და 1318 სახელმძღვანელოთი, ენციკლოპედიებით, პერიოდიკით და სხვა, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურას. ბიბლიოთეკაში აგრეთვე არის სასკოლო სახელმძღვანელოთა განყოფილება, რომლის გამოყენება შეუძლიათ ბიზნეს სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, წაიკითხონ როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური საბავშვო ნაწარმოებები.
ბიბლიოთეკას სასწავლო პროცესში მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მისი სივრცე და მრავალფეროვანი რესურსი გამოიყენება როგორც პროგრამით გათვალისწინებული, ასევე კლასგარეშე აქტივობებისთვის.
მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სკოლის ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი მოსწავლეების აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებაში. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსი, მისი მრავალმხრივი გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებას, მათში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ფორმირების პროცესს.