სასკოლო ცხოვრება
ონლაინ სწავლება
გაზიარება
მოსწავლე თუკი შეუძლოდაა, რაიმე ტრამვა აქვს მიღებული ან სხვა მიზეზის გამო ვერ მოდის სკოლის შენობამდე, ონლაინ სწავლების მეშვეობით სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლისათვის ონლაინ გაკვეთილს სახლიდან გაუსვლელად.
მშობელთან შეთანხმებით, მოსწავლე, რომელიც სკოლას აცდენს, მაგრამ მზად არის სახლიდან შემოუერთდეს საგაკვეთილო პროცესს სპეციალური ონლაინ საკომუნიკაციო ბაზის გამოყენებით შეძლებს დაესწროს გაკვეთილებს მის თანაკლასელებთან ერთად.
პედაგოგი საკლასო ოთახში არსებული ტექნიკის გამოყენებით უკავშირდება სახლში მყოფ მოსწავლეს და ჩვეულ რეჟიმში წარმართავს საგაკვეთილო პროცესს.
2019-2021 წლის პანდემიის გამოცდილებამ სკოლას გაუფართოვა ონლაინ გაკვეთილების ჩატარების დიაპაზონიც.
წლის ნებისმიერ დროს სკოლის თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს წვდომა ქონდეს ონლაინ საკომუნიკაციო ბაზასთან.