სასკოლო ცხოვრება
უსაფრთხოება
გაზიარება
შენობა აღჭურვილია სათანადო ტექნოლოგიით, რომელიც სრულად აკონტროლებს ინფრასტრუქტურას და მის გარშემო პერიმეტრს. შენობაში განთავსებულია სათვალთვალო კამერები 24 საათიანი სამუშაო რეჯიმით. მოსწავლეებისა და თანამშრომლების შემოწმება ხდება საბარათო სისტემბისა და ელექტრონული დეტექტორის საშუალებით. შენობას იცავს აგრეთვე პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის ოპერატიულ სამსახურს.
სკოლის შენობაში არსებობს უსაფრთხოების გეგმა, რომელიც წარმოდგენილია და ხელმისაწვდომი ყველა სართულზე. ნაგებობას აქვს სახანძრო კიბე და საევაკუაციო გეგმა, რომელსაც დაცვის სამსახურის უფროსი წელიწადში 2-ჯერ აცნობენ თანამშრომლებსა და მოსწავლეებს. ასევე ტარდება საევაკუაციო სწვალება საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნვესაყოფად.
დაცვის სამსახური აქტიურად არის ჩართული ბავშვების ქცევის მონიტორინგში. დაცვის წევრები მომზადებული არიან პირველადი დახმარების აღმოჩენისათვისაც. მათ გაიარეს შესაბამისი სწავლება საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლაში და აღჭურვილი არიან სერტიფიკატით. „იუჯი“ სკოლაში მოსწავლეებისა და თანამშრომლებისათვის შექმნილია სტანდარტით