სასკოლო ცხოვრება
ფსიქოლოგი
გაზიარება
სკოლის ფსიქოლოგი ეხმარება მოსწავლეებს ფსიქოლოგიური, ქცევითი, საგანმანათლებლო და ემოციური პრობლემების გადაჭრაში, შემატებულ მოსწავლეებს ასევე ახალ მოსულ ბავშვებს სკოლასთან, კლასთან, მასწავლებლებთან ადაპტირებაში. ამისათვის ფსიქოლოგი მუდმივ რეჟიმში ატარებს მოსწავლეებთან ტესტებს, ტრენინგებს, შეისწავლის მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, ავლენს ფარულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ეხმარება ბავშვებს მათ აღმოფხვრაში. ფსიქოლოგი იყენებს ტესტების ბატარეას, რათა განსაზღვროს ბავშვის ინტელექტუალური, ფუნქციონალური და შემეცნებითი პოტენციალი. იგი თანამშრომლობს ოჯახთან, ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან მოსწავლეებისთვის ჯანმრთელი და დაცული გარემოს შესაქმნელად.
ფსიქოლოგიური შესწავლის შედეგებს ფსიქოლოგი აცნობს მშობელს, აძლევს ასევე შესაბამის კონსულტაციას, რათა დროულად ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი გართულებები. სკოლის ფსიქოლოგი იყენებს ისეთ პრევენციულ პროგრამებს, რომლის საშუალებითაც „იუჯი“ სკოლის მოსწავლეები არიან ხალისიანები, სოციალურ გარემოში ინტეგრირებულნი, ოპტიმისტები, რაც, თავის მხრივ, მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება.
ფსიქოლოგი არის მნიშვნელოვანი ფიგურა მოსწავლის ცხოვრებაში. სკოლის ფსიქოლოგი პედაგოგებთან ერთად მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეთათვის აღმზრდელობითი პროგრამების შემუშავებაში, რათა შეიქმნას სწორი გარემო სასწავლო-აღმზრდელობითი მიზნების განხორციელებისათვის.
UG სკოლის ფსიქოლოგის საქმიანობა:
- მოსწავლის სწავლა-განათლებისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა ;
- ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება მოსწავლესთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან;
- ტრავმასა და კრიზისზე დროული რეაგირება ;
- თანასწორი და მამოტივირებელი გარემოს შექმნა;
- კომუნიკაცია ბავშვთან სკოლაში და სკოლის გარეთ;
- დახმარება ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროცესში;
- ემოციების კონტროლის სწავლება და მათთვის სწორი მიმართულების მიცემა;
- ბავშვის მოტივაცის გაზრდა და წარმატების ხელშეწყობა ;
- აღმზრდელობით პროგრამაში შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა;
- სწორი კომუნიკაცია ბავშვის დამრიგებელთან, საგნობრივ პედაგოგებსა და მშობლებთან სრული და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად;
- დაკვირვების წარმოება ბავშვის ქცევის შესაფასებლად ;
- ტესტებისა და სხვა ეფექტური მეთოდების გამოყენება ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად;
- ინდივიდუალური კონსულტაციები ბავშვებთან;
- ტესტებისა და შეგროვებული ინფორმაციის ინტერპრეტირება და შეჯამება რეკომენდაციების შემუშავება ;
- ფსიქოლოგიური პორტრეტის დახმარებით ბავშვთა ინდივიდუალური მიდგომა პრევენციული პროგრამების შემუშავება/გატარება
ზემოაღნიშნული პროცესების შედეგად ბავშვი ადაპტირებულია არსებულ გარემოში,აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მეგობრული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან. აქვს გაზრდილი მოტივაცია და მიზნის მიღწევის სურვილი.