სიახლე

მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
      1 ოქტომბერს VI და VII კლასის მოსწავლეებისთვის ძველ თბილისში საინტერესო და შემეცნებითი ისტორიული ტური გაიმართა, სადაც
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორია სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან, მდინარიდან გაეცნოთ.
     ტურის განმავლობაში ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები თბილისის წარსულის, მისი კულტურული მემკვიდრეობისა და იმ ადგილების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და უპასუხეს სახალისო კითხვებს.
ასეთი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ისიამოვნონ ტურითა და სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა რეალურ გარემოს დაუკავშირონ, რომ ისტორია მხოლოდ წიგნში დაწერილ ამბად არ დარჩეს.
დამრიგებლები: გვანცა ბოღლოციშვილი, ლელა შაოშვილი

მენიუ.