სკოლის
სიახლეები.
მიმდინარე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სკოლის სიახლეებს და მოგნებებს
სიახლე
ივნისი
08
2026
ჩვენი სკოლის მე-7 კლასელი და სამეჯლისო სპორტული ცეკვების წარმატებული ათლეტი და სტუდია ,,თელას” მოცეკვავე , მეა იაშვილი (ასპარეზობს,როგორც წყვილში,ასევე არის სოლო მოცეკვავე), არის გამარჯვებული და რამდენიმე ტიტულის მფლობელი თავის ასაკობრივ კატეგორიაში.
წარმატებით ასპარეზობს როგორც საქართველოს ,ისე საერთაშორისო ტურნირებსა და შეჯიბრებებში.
სიამაყით და სიხარულით გიზიარებთ რომ ის გახდა “საქართველოს თასი 2026 “-ის გამარჯვებული. ოქროს და ვერცხლის მედლის მფლობელი თავის კატეგორიებში “Caucasus Cup 2026″საერთაშორისო და წლის ყველაზე მნიშველოვან ტურნირზე, სადაც მსაჯობდნენ არამარტო ქართველი, არამედ საერთაშორისო დონის პროფესიონალი უცხოელი მსაჯები.
მეამ მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა WDSF Open Solo Latin Fenale Junior 2 და WDSF Open Solo Standart Fenale Junior 2 ტურნირებშიც. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას. რამდენიმე კვირაში ქალაქ ბათუმში გაიმართება ,,სეზონის დასკვნითი საერთაშორისო ტურნირი”, სადაც მონაწილეობს მეა და ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას ამ სეზონის მნიშვნელოვან დასკვნით ტურნირზე
სიახლე
ივნისი
08
2026
სიახლე
ივნისი
05
2026
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავთან დაკავშირებით 2026 წლის 29 მაისს ბიზნეს სკოლის მიერ მოწვეულ იქნა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე. მან უფროსკლასელი მოსწავლეებისა და სკოლის პედაგოგებისათვის წაიკითხა ლექცია, რამაც უდიდესი
ინტერესი გამოიწვია და სკოლას სამახსოვროდ გადასცა მისივე რედაქციით ახლად გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ მესამე ტომი ავტოგრაფით.
სიახლე
ივნისი
05
2026
სიახლე
მაისი
29
2026
ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შექმნეს პროექტი ზაქარია ფალიაშვილის შესახებ. ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს: ეწვივნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, მოიძიეს და დაამუშავეს საინტერესო მასალა. მათ დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით წარმოაჩინეს კომპოზიტორის ცხოვრება და შემოქმედება. პროექტის მონაწილეებმა ნამდვილად შეძლეს მსმენელისთვის გასაგებად და საინტერესოდ გაეცნოთ ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური მემკვიდრეობა და შემოქმედებითი გზა.
პედაგოგი : ლელა შაოშვილი
სიახლე
მაისი
29
2026
სიახლე
მაისი
29
2026
ჩვენი მორიგი გამარჯვება!
სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ კიკბოქსინგის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვა!
კიკბოქსინგი მხოლოდ სპორტი არ არის — ეს არის დისციპლინა, სიმტკიცე, მიზანდასახულობა და ბრძოლისუნარიანობა, რაც ჩვენმა მოსწავლემ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამტკიცა.
ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის კედლებში იზრდებიან წარმატებული, ძლიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როგორც სწავლაში, ისე სპორტში.
ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ
სიახლე
მაისი
29
2026
სიახლე
მაისი
20
2026
შ.პ.ს ,,მჭევრის“ დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის ჩემპიონატი ჭადრაკში
1 ადგილი – საბა მდივნიშვილი
2 ადგილი- იოანე გელაშვილი
3 ადგილი- ანდრია გულბანი
ჩემპიონატი უფროს კლასელებს შორის
1 ადგილი – დემეტრე გელაშვილი
2 ადგილი- ლუკა მგალობლიშვილი
3 ადგილი – ნიკოლოზ ჯიქურაშვილი
სიახლე
მაისი
20
2026
სიახლე
მაისი
13
2026
ინტეგრირებული გაკვეთილის – „იდუმალი ეგვიპტე“ ფარგლებში, ხელოვნებისა და ისტ-ის მიმართულებების გაერთიანებით, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ბავშვებმა ისაუბრეს ძველი ეგვიპტის კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვან საკითხებზე: ნილოსის მნიშვნელობაზე, ეგვიპტურ ქანდაკებასა და ფერწერაზე, მუმიფიცირების პროცესზე, ეგვიპტელთა რწმენა-წარმოდგენებზე, პირამიდებზე, კარნაკის ტაძარსა და იეროგლიფურ დამწერლობაზე.
გაკვეთილი პრაქტიკული აქტივობებითაც იყო დატვირთული. მოსწავლეებმა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შექმნეს პირამიდისა და კარნაკის ტაძრის მაკეტები ნილოსის ფონზე. ასევე, მათ წარმოადგინეს ეგვიპტური თემატიკის სუვენირები, რომლებიც საკუთარი ხელით დაამზადეს. პრეზენტაცია საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი გამოვიდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდნენ ძველი ეგვიპტის უნიკალურ კულტურასა და ხელოვნებას. მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.
კლასი: VI
პედაგოგები: ნატა გოგატიშვილი, ხათუნა გულიაშვილი
სიახლე
მაისი
13
2026
სიახლე
აპრილი
25
2026
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს „კინგსის“ ოლიმპიადაზე და ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ისე ჩვენი სასწავლო სივრცე. ნუცი ჩხიტუნიძემ ინგლისურ ენაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ტიტე გაგოშიძემ კი ორმაგი გამარჯვება მოიპოვა: ინგლისურ ენაში დაიკავა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მათემატიკაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
ეს გამარჯვებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა, ცოდნის სიყვარული და დაუღალავი შრომა აუცილებლად იძლევა შედეგს.
გულითადად ვულოცავთ ნუცის და ტიტეს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს! ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ახალ გამარჯვებებს და დაუვიწყარ გამოცდილებას მომავალში!
სიახლე
აპრილი
25
2026