სკოლის
სიახლეები.
მიმდინარე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სკოლის სიახლეებს და მოგნებებს
სიახლე
მაისი
29
2026
ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შექმნეს პროექტი ზაქარია ფალიაშვილის შესახებ. ბავშვებმა დამოუკიდებლად იმუშავეს: ეწვივნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, მოიძიეს და დაამუშავეს საინტერესო მასალა. მათ დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით წარმოაჩინეს კომპოზიტორის ცხოვრება და შემოქმედება. პროექტის მონაწილეებმა ნამდვილად შეძლეს მსმენელისთვის გასაგებად და საინტერესოდ გაეცნოთ ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური მემკვიდრეობა და შემოქმედებითი გზა.
პედაგოგი : ლელა შაოშვილი
სიახლე
მაისი
29
2026
სიახლე
მაისი
29
2026
ჩვენი მორიგი გამარჯვება!
სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ კიკბოქსინგის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და საპრიზო პირველი ადგილი მოიპოვა!
კიკბოქსინგი მხოლოდ სპორტი არ არის — ეს არის დისციპლინა, სიმტკიცე, მიზანდასახულობა და ბრძოლისუნარიანობა, რაც ჩვენმა მოსწავლემ კიდევ ერთხელ ღირსეულად დაამტკიცა.
ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის კედლებში იზრდებიან წარმატებული, ძლიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს როგორც სწავლაში, ისე სპორტში.
ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას ვუსურვებთ
სიახლე
მაისი
29
2026
სიახლე
მაისი
20
2026
შ.პ.ს ,,მჭევრის“ დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის ჩემპიონატი ჭადრაკში
1 ადგილი – საბა მდივნიშვილი
2 ადგილი- იოანე გელაშვილი
3 ადგილი- ანდრია გულბანი
ჩემპიონატი უფროს კლასელებს შორის
1 ადგილი – დემეტრე გელაშვილი
2 ადგილი- ლუკა მგალობლიშვილი
3 ადგილი – ნიკოლოზ ჯიქურაშვილი
სიახლე
მაისი
20
2026
სიახლე
მაისი
13
2026
ინტეგრირებული გაკვეთილის – „იდუმალი ეგვიპტე“ ფარგლებში, ხელოვნებისა და ისტ-ის მიმართულებების გაერთიანებით, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ბავშვებმა ისაუბრეს ძველი ეგვიპტის კულტურისა და ცივილიზაციის მნიშვნელოვან საკითხებზე: ნილოსის მნიშვნელობაზე, ეგვიპტურ ქანდაკებასა და ფერწერაზე, მუმიფიცირების პროცესზე, ეგვიპტელთა რწმენა-წარმოდგენებზე, პირამიდებზე, კარნაკის ტაძარსა და იეროგლიფურ დამწერლობაზე.
გაკვეთილი პრაქტიკული აქტივობებითაც იყო დატვირთული. მოსწავლეებმა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით შექმნეს პირამიდისა და კარნაკის ტაძრის მაკეტები ნილოსის ფონზე. ასევე, მათ წარმოადგინეს ეგვიპტური თემატიკის სუვენირები, რომლებიც საკუთარი ხელით დაამზადეს. პრეზენტაცია საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი გამოვიდა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაცნობოდნენ ძველი ეგვიპტის უნიკალურ კულტურასა და ხელოვნებას. მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.
კლასი: VI
პედაგოგები: ნატა გოგატიშვილი, ხათუნა გულიაშვილი
სიახლე
მაისი
13
2026
სიახლე
აპრილი
25
2026
ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს „კინგსის“ ოლიმპიადაზე და ღირსეულად წარმოაჩინეს როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ისე ჩვენი სასწავლო სივრცე. ნუცი ჩხიტუნიძემ ინგლისურ ენაში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
ტიტე გაგოშიძემ კი ორმაგი გამარჯვება მოიპოვა: ინგლისურ ენაში დაიკავა პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მათემატიკაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.
ეს გამარჯვებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობა, ცოდნის სიყვარული და დაუღალავი შრომა აუცილებლად იძლევა შედეგს.
გულითადად ვულოცავთ ნუცის და ტიტეს ამ მნიშვნელოვან მიღწევებს! ვუსურვებთ მათ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, ახალ გამარჯვებებს და დაუვიწყარ გამოცდილებას მომავალში!
სიახლე
აპრილი
25
2026
სიახლე
აპრილი
25
2026
„დედა ენის“ გამოცემის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა V–VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანის რიგის მიხედვით წარმოადგინეს თითოეულ ასოზე შერჩეული ანდაზები, რითაც კიდევ ერთხელ გამოკვეთეს ქართული ენის სიღრმე და სიბრძნე.
IX–X კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაციები თემაზე: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, რომელშიც ხაზი გაუსვეს ქართული ენის მნიშვნელობას, უნიკალურობასა და მის ისტორიულ ღირებულებას.
აღნიშნული კვირეული კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარულსა და პატივისცემას, რაც ჩვენი მომავალი თაობისათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებად რჩება.
სიახლე
აპრილი
25
2026

