სტუმრად ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით მე-5ბ კლასი იმყოფებოდა ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში. მათ დაათვალიერეს სხვადასხვა საუკუნის  და  ეთნიკური კუთხის  ქართული საერო სამოსი. კლასს თან ახლდა  დამრიგებელი თამუნა წეველიძე და ხელოვნების პედაგოგი თეონა ნოზაძე, რომელიც  სათანდო ინფორმაციას აწვდიდა მოსწავლეებს.

სტუმრად პარლამენტში

 

სტუმრად ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში

VIII ბ კლასი 28 მარტს ხელოვნების მასწავლებელთან თეონა ნოზაძესთან ერთად იმყოფებოდა ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, მათ დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის დარბაზები და მიიღეს სათანადო ინფორმაცია.

ტვინების ბრძოლა

დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა "მჭევრის" 7ა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა "ტვინების ბრძოლაში". ჩემპიონატის წარმატებული ასპარეზობისათვის დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები: ნიკოლოზ კვინიკაძე, ზურა ალიბეგაშვილი, ვასო ჯიქიძე, ალექსანდრა საკანიანი, ანასტასია გოგიძე

ევერესტი

    დამოუკიდებელი  ბიზნეს სკოლა "მჭევრის" IIა კლასის მოსწავლემ ილია ზარანდიამ, მონაწილეობა მიიღო "ევერესტის" მათემატიკის ოლიმპიადაში და დაიმსახურა ვერცხლის სიგელი.

    საგნის პედაგოგი რ.მაქაცარია და ბიზნეს სკოლა   ულოცავს ილიას ამ  წარმატებულ პირველ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ გამარჯვებებს.

7.02.2019

 

იავნანამ რა ჰქმნა?!

ამა წლის 27 ნოემბერს, შ.პ.ს "მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის Vბ კლასში ჩატარდა ი.გოგებაშვილის მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნას?!" ინსცენირებული გაკვეთილი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ სულხანიშვილმა დამსწრეებს გააცნო გაკვეთილის მიზნები და ამოცანები.გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა.

სტუმრად "არტ გალერეაში"

13 ნოემბერს, მე-8ბ კლასი იმყოფებოდა თი ბი სი არტ გალერეაში, სადაც ელგუჯა ამაშუკელის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიმართა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა და მოისმინეს  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შემეცნებითი ლექცია. კლასს თან ახლდა ხელოვნების მასწავლებელი თეონა ნოზაძე.

"სტუმრად მუზეუმში"

მე-9 ბ კლასი 7 ნოემბერს იმყოფებოდა ს.ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. მოსწავლეებმა მოინახულეს ქართველი მრეწველებისა და ქველმოქმედების ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის გამოფენა.
   ასევე დაათვალიერეს ოკუპაციის საგამოფენო დარბაზი, სადაც  წარმოდგენილი იყო გამოფენა ,,კატინი--  დღე განსაკუთრებულად დაიწყო.’’გამოფენა ეძღვნებოდა საბჭოთა ოკუპაციის დროს კატინში დაღუპულთა ხსოვნას.
  ესტუმრნენ დარბაზს, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია". მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინდური, ჩინური და იაპონური ფერწერის, ქანდაკების და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე ნიმუში.
   მათ თან ახლდათ და სათანადო ინფორმაციას აწვდიდა  ხელოვნების მასწავლებელი თეონა ნოზაძე.

20232024სასწავლოწელი

,,ვემშვიდობებით დაწყებით კლასებს"

 შ.პ.ს დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლა ,,მჭევრში"  13.06.18 წელს IV კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ,,ვემშვიდობებით დაწყებით კლასებს" (კლასის ხელმძღვანელი: რ.მაქაცარია,მუსიკის მასწავლებელი:ლ შაოშვილი) ბავშვებმა მხატრულად წაიკითხეს ლექსები,შეასრულეს სიმღერები,იცეკვეს.
   ნიჭიერი, სკოლაში ჩატარებული სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული, კინგსის ოლიმპიადის მეორე და მესამე ხარისხის დიპლომის მქონე მოსწავლეები ღონისძიების დასრუების შემდეგ სკოლის დირექციამ დააჯილდოვა სიგელებით.

  ბიზნეს სკოლა ,,მჭევრი"ულოცავს მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლას და უსურვებს წარმატებებს.

 

 

Next Last