აღსაზრდელთა მშობლებთან გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუში
ხელშეკრულება N
ქ.თბილისი 19 სექტემბერი 2022 წ.
შ.პ.ს "მჭვრი"-ს დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის ( საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 7 მარტს N48 გადაწყვეტილებით ავტორიზებული, 1994 წლიდან ფუნქციონირებს დამტკიცებული წესდების საფუძველზე ) გენერალურმა მენეჯერმა ------------------------- და სკოლის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელის -------------------------- მშობლებმა --------------------------------------დადეს ხელშეკრულება.
- ზოგადი დებულებები:
- წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის აღსაზრდელის სასარგებლოდ განსახორციელებელ ურთიერთობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტების ფარგლებში ბავშვისათვის აუცილებელი ცოდნისა და ქცევის ნორმების შეძენას, მის მზადყოფნას სკოლაში სწავლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის.
- ხელშეკრულების მხარეების უფლებები და მოვალეობები რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით საქართველოს მოქმედ კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით.
- მხარეთა უფლება - მოვალეობები
- ბიზნეს სკოლა იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში იზრუნოს აღსაზრდელის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე. მისთვის საზოგადოებაში ადაპტაციის უნარ-ჩვევების შეძენაზე.
- აღსაზრდელის შემოქმედებითი შესაძლებლობისა და ინტერესების განვითარების მიზნით შუქმნას შესაბამისი პირობები და ხელი შეუწყოს აღსაზრდელის შემოქმედებითი ინტერესების გავნვითარებას.
- სკოლა მოვალეა ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათალისწინებული მომსახურება.
- სკოლამ მოითხოვოს მშობლისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულება.
- აღსაზრდელის მშობელი ვალდებულია:
- მშობელი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების პირობები და შინაგანაწესი; უზრუნველყოს აღსაზრდელის 9.00 საათიდან 10.00 საათამდე დროლი მოყვანა;
- წინასწარ გადაიხადოს მომსახურებისთვის გათალისწინებული თანხა;
- დროულად მიაწოდოს აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც საჭიროა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრუოლებისათის;
- აღსაზრდელისათვის ნორმალური პირობების შექმნის ხელშეწყობისათის ხელი არ შეუშალოს სკოლას ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებაში;
- დამატებითი ვალდებულებები:
- აღსაზრდელის მშობელი ვალდებულია ყოველი თვის 5 რიცხვამდე გადაიხადოს მომსახურების გადასახადი 200 ლარი;
- იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ მოყავს აღსაზრდელი, სწავლის გადასახადი არ იქვითება;
- დადგენილ ვადებში მომსახურების ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში სკოლის მენეჯმენტი ვალდებულია თვის 5 რიცხვიდან აღსაზრდელი ამორიცხოს სიიდან;
- თითოეული მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვითოს ხელშეკრულების მოქმედება. 4.1. მუხლში აღნიშნულ ვადაზე ადრე, რის შესახებაც ხელშეკრულების შემწყვეტმა მხარემ წერილობით უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს 7 კალენდარული დღით ადრე;
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია სასწავლო წლის დამთავრებამდე. ყოველგვარი სახის სადაო საკითხი (თუ წარმოიშვა სკოლის ხემძღვანელობასა და აღსაზრდელის მშობელს შორის) განიხილება დადგენილი წესით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.იმ შემთხვევაში თუ სკოლა დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს, მშობლებს უფლება აქვს სადაო საკითხი დასვას დამფუძნებელთა წინაშე . ხელშეკრულების ერთი პირი რჩება სკოლის მენეჯმენტთან, მეორე კი მშობელს.
S.p.s. “მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის ხემძღვანელობა მადლობას გიხდით ნდობისთის, რომ მომავალი თაობის ჩამოყალიბების ერთობლივ საქმეში პარტნიორად აირჩიეთ ჩვენი სკოლისათვის მოსამზადებელი ჯგუფი.
შ.პ.ს "მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის გენერალური მენეჯერი .
აღსაზრდელის მშობელი: