მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი

დამტკიცებულია შ.პ.ს.“მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის                     პედაგოგიური საბჭოს 2022 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე ოქმიN3                            

 

1. დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლაში მოსწავლეთა მიღება

 

1.1.სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა

სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

1.2. რეკომენდაცია მშობლებისათვის სკოლაში მოსწავლეთა გადმოყვანის დროს

     სკოლაში მოსწავლეთა გადმოყვანის დროს სკოლა ვალდებულია მშობელს გააცნოს სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა და შინაგანაწესი.  შინაგანაწესის მუხლი 27, პუნქტი 1-ის საფუძველზე სკოლა უფლებამოსილია ჩაატაროს სარეკომენდაციო ტესტირება ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში, რომლის მიზანია, სკოლაში გადმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,\ გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს: დაეხმაროს ზემოთ აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში მათ მიერ გავლილ და სკოლაში არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში; პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში გაეწიოს რეკომენდაციები ინდივიდუალური მუშაობისათვის, რათა სკოლაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში პროცესი არ იყოს რთული, არ გამოიწვიოს თანაკლასელებისაგან მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აკადემიური მოსწრების კუთხით და არ მოხდეს მოსწავლეთა კანონიერი  უფლებების დარღვევა.

1.3. სარეკომენდაციო ტესტირება

    სარეკომენდაციო ტესტირების ჩასატარებლად, სკოლის მენეჯმენტი ამტკიცებს, სათანადო საგნობრივ კათედრებთან შეთანხმებით, კომისიების შემადგენლობას და რეგლამენტს.  მენეჯმენტი ვალდებულია პროცესი წარმართოს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ობიექტურად. ტესტირების შედეგად, თუ ამის საჭიროება არსებობს, მოსწავლეს უნდა მიეცეს რეკომენდაციები სწავლის დაწყებამდე  დამოუკიდებლად მუშაობისათვის, რათა სასწავლო პროცესის დაწყებისათვის ის მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს იმ დატვირთვისა და მუშაობის  ფორმებისათვის, რომელიც დამკვიდრებულია სკოლაში.

 

1.4. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის გაფორმება

სკოლა ვალდებულია ყოველი მოსწავლის ჩარიცხვა სკოლაში გააფორმოს გენერალური მენეჯერის შესაბამისი ბრძანებით. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს მოსწავლის გვარი,სახელი და შესაბამისი კლასი.

 

1.5. სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის  განსაზღვრა

სკოლაში მისაღები კონტინგენტის განსაზღვრას უზრუნველყოფს სკოლის მენეჯმენტი.მოსწავლეთა კონტინგენტის განსაზღვრის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს სამივე საფეხურზე მოსწავლეთა მიღების აუცილებლობა,შესაბამისი კლასების რაოდენობა და სკოლის რესურსები.

 ა) კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა მშობელთა მიერ დაფინანსებულ კლასებში განსაზღვრულია 18 მოსწავლით, ხოლო უსასყიდლო კლასებში 23 მოსწავლით.  

   ბ) პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ  კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა  მშობელთა მიერ დაფინანსებულ კლასებში  არის  - 21, ხოლო უსასყიდლო კლასებში  - 30.

2. მოსწავლის  სხვა სკოლაში გადასვლა

მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს სასწავლებლად სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, სურვილის შემთხვევაში:

  1. სკოლამ საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ გვერძე მართვის ავტომატიზებული რეგისტრაციის საშუალებით უნდა მიიღოს მიმღები სკოლიდან მოთხოვნა; 
  2. მოთხოვნის ფორმაში აუცილებლად უნდა იყოსნმითითებული მიმღები სკოლის ზუსტი დასახელება და მოთხოვნის გამოგზავნის თარიღი;
  3. მოსწავლის მშობელი ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სკოლაში წარმოადგინოს განცხადება რომელ სკოლაში გადადის მოსწავლე; 
  4. სკოლა ვალდებულია არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში მოამზადოს და გაუგზავნოს მიმღებ სკოლას ფოსტის მეშვეობით შემდეგი საბუთები :
  1. მოსწვლის საბუთების მომზადებასა და გაგზავნას უზრუნველყოფენ კლასის დამრიგებელი და სკოლის აღმასრულებელი მენეჯერი

3.  მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა

მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს პარალელურ კლასში სურვილის შემთხვევაში:

  1. მშობელმა/ კანონიერმა წარმომადგენელმა/ სკოლაში უნდა წარმოადგინოს განცხადება პარალელურ კლასში გადასვლასთან დაკავშირებით, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს ის მოტივი, რისთვისაც განმცხადებელი ითხოვს მოსწავლის პარალელურ კლასში გადაყვანას;
  2. საჭიროების შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სკოლის გენერალური მენეჯერი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამატებითი განმარტებები მენეჯმენტის წევრებს, დამრიგებლებს ან პედაგოგებს;
  3. მოსწავლის პარალელურ კლასში გადაყვანა არ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს სკოლის გენერალური მენეჯერი განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში;

4. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა 

5. მოსწავლის სტატუსის შეჩერება

  1. სკოლა ვალდებულია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;

ბ)  უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;

გ)  მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;

დ)  დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი;

ე)  მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ამის თაობაზე მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში.
  2. მოსწავლის სტატუსის შეჩერება და მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის გენერალური მენეჯერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  3. მოსწავლისმშობელმა/კანონიერმაწარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
  4. მოსწავლე, რომელსაცაღუდგებამოსწავლისსტატუსი, უფლებამოსილიასწავლაგააგრძელოსშესაბამისკლასში, თუმასდაძლეულიაქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით.
  5. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართავის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის დაბადების მოწმობა მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით.

 

6. სკოლის სიიდან მოსწავლის ამორიცხვა

  1. სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულია მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" მუხლი N19, პუნქტი 12 და სკოლის შინაგანაწესის მუხლი N30.3).
  2. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.
  3. მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია წერილობით აცნობოს სკოლის მენეჯმენტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
  4. წერილობით გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა ფორმდება გენერალური მენეჯერის ბრძანებით.
  5. სკოლა ვალდებულია გენერალური მენეჯერის ბრძანების შესაბამისი დამოწმებული ჩანაწერი გააკეთოს მოსწავლის პირად საქმეში,სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ამორიცხვის მიზეზი და თარიღი. 
  6. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.