ჩვენს შესახებ

შ.პ.ს. “მჭევრის” დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა

1994 წლიდან შ.პ.ს. “მჭევრის" დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლის დამფუძნებლები და მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი თავის საქმიანობას წარმართავენ მუდმივი განახლებისა და განვითარების გზით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, კანონის “ზოგადი განათლების შესახებ”, ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად.
სკოლის დაარსების დღიდან ჩვენი მიზანია :
 ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა.
 მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება,
 მოსწავლეების აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა,
 განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი), შეაყვაროს მოსწავლეებს კითხვა, გამოუმუშაოს და განუვითაროს უნარ-ჩვევები პრობლემების გადაჭრის, ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების, კომუნიკაბელურობისა და დიალოგის წარმართვის, თვითშემეცნებისა და თვითშეფასების, ბუნების კანონების გაგების, შეძენილი ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების, მარტივი კვლევის წარმოების უნარები.
 ცხოვრების ჯანსაღი წესების დამკვიდრება,
 მოსწავლეთა ლიბერალურ – დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება,
 კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა,
 თითოეულ მოსწავლეს მისცეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლენის ობიექტურად თვითშეფასებისა და მომავალი პროფესიის სწორად არჩევის საშუალებები,
 მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება – მოვალეობის გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

სკოლის წარმატებული მუშაობის მთავარი გარანტი გახდა თავიდანვე სწორად არჩეული პრიორიტეტები, აკადემიური ცოდნის ხარისხის მუდმივ ამაღლებაზე ზრუნვა, მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის მეტი შესაძლებლობები, სტანდარტზევით საგნების სწავლება, ზრუნვა მოსწავლეთა სწორი აღზრდისა და ჰარმონიული განვითარებისათვის.
სკოლის პროგრამა შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე და იმ საუკეთესო გამოცდილებით, რაც დღეისათვის არსებობს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
სკოლის დაარსებიდან Dდღემდე გაღრმავებულად ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ინგლისური ენა. განსაკუთრებუკლი ყურადღება ეთმობა თანამედროვე საკომუნიკაციო-საიფორმაციო საშუალებების გამოყენების უნარების განვითარებას, ეკონომიკური საფუძვლების შესწავლას, მოსწავლეთა მომზადებას წარმატებული ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად და ამ საქმიანობისათვის საწყისი ელემენტების ცოდნის შეძენას. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლის საკითხების, უფლება-მოვალეობების, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ვალდებულებების მყარი ცოდნას. რისთვისაც ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებთან ერთად სტანდარტზევით ისწავლება ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებები – I-XII კლასებში, ეთიკა – VI-VIII კლასებში, ბიზნესის საფუძვლები – VII-XII კლასებში, ამერიკათმცოდნეობა – XII კლასში. უცხო ენებიდან – ინგლისური ენა I-XII კლასებში, რუსული ენა – III-XII კლასებში და გერმანული ენა – VIII-XII კლასებში.
დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა გამოცდილი პედაგოგებით, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობენ და წარმატებებს აღწევენ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში. პედაგოგიურ კოლექტივში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა 12 უფროსი მასწავლებელი, 1 წამყვანი მასწავლებელი, მათ შორის 2 როქტორი. პედაგოგიური კოლექტივის მუშაობის შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლის კურსდამთავრებულლთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მაჩვენებელი. ყოველწლიურად სკოლის ყველა კურსდამთავრებული წარმატებით ირიცხება საქართველოსა და თუ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სახელწიფო გრანტებით. 
სკოლაში მუშაობს გახანგრძლივებული დღის ჯგუფი, ქართული ხალხური ცეკვებისა და საკრავების წრეები, სპორტული ტანვარჯიშის (ბატუტი და აკრობატიკა) სექცია.
სკოლასთან ფუნქციონირებს სკოლისათვის მოსამზადებელი ჯგუფი და საბავშვო ბაღი.
სკოლამ 2017 წელს წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.

ჩვენი საქნიანობის დევიზია: “თუ გსურთ თქვენი შვილი იყოს წარმატებული ბიზნესმენი - გახსოვდეთ, რომ მყარი ცოდნა წარმატების საწინდარია”