,,ვემშვიდობებით ანბანს"

.. დამოუკიდებელ ბიზნეს სკოლა ,,მჭევრში"  25.05.18 წელს I კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება ,,ვემშვიდობებით ანბანს" (კლასის ხელმძღვანელი: .მაქაცარიამუსიკის მასწავლებელი  შაოშვილიბავშვებმა მხატრულად წაკითხული ლექსებითა და სასიამოვნოდ ნამღერი სიმღერებით სიამოვნება მიანიჭეს დამსწრე საზოგადოებას,შემდეგ მათ გაისეირნეს ,,დედაენის ბაღში" გადაიღეს სურათები და ბევრი იმხიარულეს.ბიზნეს სკოლა ულოცავს პატარებს I კლასის წარმატებით დასრულებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს

სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

      შპს "მჭევრის" ბიზნეს -სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის წლებია გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს საგანამანათლებლო სივრცეში მაქსიმალურ ინტეგრირებას, საშუალო და უმაღლეს სკოლებს შორის პროგრამული მემკვიდრეობის აუცილებლობას, მოწინავე გამოცდილების ოპერატიულად ურთიერთგაცვლას.

      ყოველ სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები.

      ამჯერად სკოლის უფროსკლასელები (მე-10, მე-11, მე-12) კლ ესტუმრნენ კავკასიის უნივერსიტეტს, სტუმრობის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ მომზადებული ბიზნეს პროექტების დაცვა (სულ ხუთი პროექტი).

      ნამუშევრები შეაფასეს კომისიის წევრებმა კავკასიის უნივერსიტეტიდან : პაატა ბერეკაშვილმა, პავლე კაპანაძემ,  რუსუდან ჩაჩანიძემ, ნიკა ბრეკაშვილმა (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორები).

     გულთბილი და შთამბეჭდავი იყო უნივერსიტეტის რექტორ კახა შენგელიასთან შეხვედრა. დაისახა სამომავლო საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის გაზიარების, გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

     მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო სივრცე.

     რექტორატმა მოსწავლეები დაასაჩუქრა და გაუმასპინძლდა ალაფურშეტით.

2014 წლის გამოსაშვები საღამო

First Previous